„როდესაც ანსუ მირბის, მასში არის რაღაც გაზელის. ის ჰგავს ახალგაზრდა, შავ, ქუჩის ნარკომოვაჭრეს პასეიჯ დე გრასიაზე რომ გარბის, ვიღაც კი ეძახის „წყალი”, „წყალი”, რაც გაფრთხილებაა და იმას ნიშნავს, რომ პოლიცია უახლოვდება. ეს არის ჯუნგლები ქალაქის გულში. ეს დღეს არ დაწყებულა, რადგან ბარსელონის მერისთვის ადა კოლაუსთვის დამნაშავე პოლიციაა და არა ქუჩის ნარკომოვაჭრეები, რომელთაც გაქცევა აღარ სჭირდებათ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტურისტების გარეშე მათი ბიზნესი წაგებაშია”.
აი, ასეთი რამ დაწერა „ბარსელონასა” და „ფერენცვაროშის” თამაშის მიმოხილვაში „დიარიო ABC”-ს მიმომხილველმა სალვადორ სოსტრესმა. ეს აბზაცი სოციალურ ქსელებში ყუმბარასავით აფეთქდა და მასზე კომენტარი თავად ანტუან გრიზმანმა დაწერა. ფრანგმა თავი მოვალედ მიიჩნია, თანაგუნდელი დაეცვა.
„ანსუ გამორჩეული ბიჭია. ის ნებისმიერი ადამიანის მსგავსად პატივისცემას იმსახურებს. არა რასიზმსა და ცუდ მანერებს!” — დაწერა გრიზმანმა „ტვიტერში”.
„ბარსელონა” იურისტებთან კონსულტაციას გადის. შესაძლოა სოსტრესის წინააღმდეგ კლუბმა საქმე აღძრას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
