Breaking News

ალფონსო დევისი

დევისი – მიოკარდიტი მორჩა

კარგი ინფორმაცია: ალფონსო დევისმა ვარჯიში დაიწყო. იანვარში მას მიოკარდიტის სიმპტომები აღმოუჩინეს, რაც დატვირთვებისას ზოგადად საშიშია და ამიტომაც გამოკვლევები იყო საჭირო. გულთან დაკავშირებული პრობლემებია, კითხვები რჩებოდა. მიოკარდიტის აღმოჩენამდე დევისმა კორონავირუსი გადაიტანა. და სწორედ პოსტკოვიდური შემოწმებისას აღმოაჩინეს ეს სიმპტომები. „ბაიერნის“ 21 წლის კანადელი მარცხენაფლანგელი მართლაც მაგარი ფეხბურთელია. სამი-ოთხი კვირა კიდევ ვერ ითამაშებს, რადგან დატვირთვები ნელ-ნელა უნდა გაზარდოს.

Read more

კანადა პირველ ადგილზეა!

ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია… ყველა კონტინენტის ზონა რომ ავიღოთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მთავარი სიურპრიზი კანადის ნაკრებია. სხვაგან მაინცდამაინც სენსაცია არ ხდება, აი, კანადა კი კონკაკაფის ზონაში პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, მსოფლიოზე გავა. სამი გუნდი გადის და მეოთხე ფლეი-ოფს თამაშობს – ასე რომ… კანადამ 2:0 მოუგო აშშ-ს. ლარენმა და აკუდაგბემ გაიტანეს მატჩის დასაწყისსა და ბოლოში….

Read more

დევისის ზღაპარი

როცა 21 წლისა უკვე ქვეყნის 3-გზის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ… ეს ალფონსო დევისია, „ბაიერნის“ კანადელი რაკეტა, მარცხენა ფლანგის ამწიოკებელი. სხვათა შორის, საუკეთესო ზედიზედ სამჯერ არ გამხდარა. 2018, 2020 და 2021. იმ 2019 წელს კი შემტევი დევიდი აღიარეს, რომელიც „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი გახლდათ. დევიდი ახლა „ლილშია“, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. თუმც ახლა დევისზე ვწერთ….

Read more

პატარები და მაგრები

რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს… არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს. 5. მეისონ გრინვუდი  19 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი ამჟამინდელი ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ, ფასი კი 2020-ში 30 მილიონი ევროთი გაეზარდა….

Read more

თუ ცხოვრება რთულად გაგრძელდა…

2019 წლის ზაფხულში, „ბაიერნმა” მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგი მარცხენა მცველის ლუკა ერნანდესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერმა” „ტრებლი” მოიგო, ფეხბურთელს გასულ სეზონში დიდად არ გაუმართლა. 24 წლის მსოფლიოს ჩემპიონისთვის გასული წელიწადი უფრო ტრავმებით და სათადარიგოთა სკამზე ჯდომით იყო დასამახსოვრებელი. „თავს „ბაიერნში” მაინც ახალგადასულად ვგრძნობ და კონტრაქტის თანახმად იქ კიდევ ოთხი წელიწადი…

Read more

არა, გმადლობთ…

„ბარსელონას“ განადგურებაში თავისი მოზრდილი წილი დაიდო მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა. 19 წლის მცველი კანადელია. ჰოდა, სწორედ მისი ნაკლებად საფეხბურთო სამშობლო გახდა იმის მიზეზი, რომ ახლა დევისი „ბარსელონაში“ არ თამაშობს. როგორც ირკვევა, დევისს ესპანურ გრანდში გადასვლის შანსი ჰქონდა. „ბარსას“ ლეგენდამ, ხრისტო სტოიჩკოვმა ჯერ კიდევ მაშინ ურჩია მისი აყვანა ყოფილ კლუბს, როდესაც სამშობლოში თამაშობდა. ბულგარელმა ინფორმაცია…

Read more

დევისმა ჰოლანდი დაჩრდილა

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების დაწყებამდე კანადელი ალფონსო დევისის სახელი ფეხბურთის ქომაგებს ბევრს არაფერს ეუბნებოდა… 19 წლის ყმაწვილმა სადებიუტო სეზონში 28-ჯერ მოირგო მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასიც მიითვალა. შეუძლია როგორც მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. დევისი ბუნდესლიგის ისტორიაშიც მოხვდა, როგორც უსწრაფესი ფეხბურთელი მას შემდეგ, რაც სისწრაფეების გამზომი ტექნოლოგია დაინერგა. 32-ე ტურის შეხვედრაში…

Read more

რაღა დროს მესი და რონალდუა…

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა. სიას კვლავინდებურად ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომელიც 259,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულში ასევე შედიან: „სიტის“ შემტევი რახიმ სტერლინგი (194.7) და მისი პარტნიორი ინგლისის ნაკრებში, „დორტმუნდის“  ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (179,1). „ოქროს ბურთის“ ბოლო 12 წლის დომინანტები, „ბარსელონასა“ და…

Read more