სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა.
სიას კვლავინდებურად ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომელიც 259,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულში ასევე შედიან: „სიტის“ შემტევი რახიმ სტერლინგი (194.7) და მისი პარტნიორი ინგლისის ნაკრებში, „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (179,1).
„ოქროს ბურთის“ ბოლო 12 წლის დომინანტები, „ბარსელონასა“ და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელები, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც კი ვერ მოხვდნენ. არგენტინელი, რომელიც 100,1 მილიონად შეფასდა, 22-ე ადგილზეა, ხოლო პორტუგალიელის ფასი 62,8 მილიონი არის, რაც 70-ე მაჩვენებელია.
არ გაგიკვირდეთ, ათეულშია მიუნხენის „ბაიერნის“ 19 წლის კანადელი ნახევარმცველი ალფონსო დევისი.
ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე „სიტის“ მეკარე ედერსონია – 86.8 მილიონი, ხოლო მცველებს შორის ლიდერობს „ლივერპულის“ ფეხბურთელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – 171 მილიონი ევრო.
ათეული ასე გამოიყურება
კილიან მბაპე (პსჟ) – 259.2 მილიონი ევრო;- რაჰიმ სტერლინგი (სიტი) – 194.7 მილიონი;
- ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 179.1 მილიონი;
- ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული) – 171.1 მილიონი;
- მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 152.3 მილიონი;
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 144.9 მილიონი;
- სადიო მანე (ლივერპული) – 139.2 მილიონი;
- ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 136.4 მილიონი;
- ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 133.5 მილიონი;
- ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსპური) – 118.7 მილიონი;
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
