მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაში 27 გოლი გაიტანა. „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:0) გატანილი ორი გოლი შესაბამისად, 26-ე და 27-ე გამოდგა ტურნირზე ინგლისელისთვის. ამ მაჩვენებლით კეინი „ჩელსის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს გაუტოლდა. ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ გაიტანა მეტი – მან ჩემპიონთა ლიგაში 30-ჯერ გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ,...
ჭდე: რაჰიმ სტერლინგი
სტერლინგი: მანამდე ნაკრებში ჩემი ფეხი არ იქნება!
მღელვარებისგან ჭკუიდან გადასულმა რაჰიმ სტერლინგმა დაიფიცა, რომ ნაკრებს მანამ არ დაუბრუნდება, სანამ მისი ოჯახი სრულიად უსაფრთხოდ არ იგრძნობს თავს. გუშინ გაცნობეთ, რომ ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი ყატარიდან სასწრაფოდ შინ გაფრინდა, ვინაიდან ლონდონში მისი სახლი შეიარაღებულმა ყაჩაღებმა გაძარცვეს. ის „ჩელსის” მეოთხე ფეხბურთელია ვისი სახლსაც ბოლო რამდენიმე თვეში თავს დაესხნენ. ლონდონის პოლიცია ჯერ ვერ ან არ ამბობს არის...
სტერლინგი სასწრაფოდ დაბრუნდა ინგლისში
ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა რაჰიმ სტერლინგმა მსოფლიოს ჩემპიონატი დროებით დატოვა და შეშინებული სამშობლოში დაბრუნდა — მის სახლს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ და ოჯახის წევრები დაუშინეს. ძარცვის დროს შინ იყვნენ მისი 27 წლის საცოლე პეიჯი მილიანი და მათი ორი ვაჟი. ინგლისური პრესა წერს, რომ ბოროტმოქმედებმა 300 ათასი გირვანქის საათები წაიღეს. სტერლინგმა ფეხბურთის ასოციაციის შეფებს უთხრა, რომ ის აუცილებლად უნდა...
ჩელსი ცხრა ნომრის გარეშე იწყებს
„ჩელსის” თავკაცმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მათ გუნდში ცხრა ნომრიანი მაისურა დაწყევლილია და მისი ჩაცმა არავის უნდა. დასავლეთ ლონდონელები ახალ პრემიერლიგურ ორომტრიალში დღეს ებმებიან. ისინი ლივერპულში „ევერტონს” უნდა შეხვდნენ, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის კლასიკური მაისურისა და კაცმა რომ თქვას, თავად ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე. ბოლო ცნობილი ფეხბურთელი, ვინც „ჩელსიში” ცხრანომრიანი მაისურით თამაში გაბედა, გახლდათ 97,5 მილიონ...
კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება
„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა. ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ...
მესის შემდეგ მეორე
ორიოდ დღის წინ რაჰიმ სტერლინგს მშობლიურ იამაიკზე ფოტო გადაუღეს — ტროსზე სრიალებდა. ნანახი გექნებათ, ტროსს რომ მიებმებიან და სიმაღლიდან სწრაფად ეშვებიან. ჰოდა, ინგლისურ პრესაში დაიწერა, „მანჩესტერ სიტიში” მისი ბოლო 16 თვეც ასე იყოო. „სიტი” „ჩელსის” წინადადებას დათანხმდა, სტერლინგს 55 მილიონ გირვანქად ყიდის, რაც აშკარად ბიზნეს-გადაწყვეტილებაა. კონტრაქტის თანახმად თავდამსხმელი „ეტიჰედზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩენილიყო, კვირაში...
რონალდუ უნდათ თუ არ უნდათ?
როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს. ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ...
წეწვა-ღლეტა ლონდონში
„არსენალს” ეგონა თავი ქუდში ჰქონდა — „ლიდს იუნაიტედიდან” რაფინიას ყიდულობდა და შუა მოლაპარაკებებში გახლდათ გართული, როდესაც „ჩელსიმ” ჯიბეზე ხელი გაიკრა და 60 მილიონი გირვანქა გამოაჩინა. „მეთოფეთა” წინადადება კი 30 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ბრაზილიელის აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეკუმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ახლა გარემარბი უკვე „სტემფორდ ბრიჯის” კარზე აკაკუნებს. დასავლეთ ლონდონელებს შეტევის ხაზის გადახალისება...
საქმეს ოფიციალური სახე მიეცა
„ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” ოფიციალურად მიმართა. დასავლეთ ლონდონელებს რაჰიმ სტერლინგის გადაბირების საქმეზე ერთხელ და საბოლოოდ წერტილის დასმა უნდათ. სტერლინგს „ლურჯების” მწვრთნელთან თომას ტუხელთან „სტემფორს ბრიჯზე” თავისი როლის შესახებ უკვე ნალაპარაკები აქვს და ამიტომაც ტოვებს „ეტიჰედს” თამამად. ახლა „ქალაქელები” გაბრიელ ჟესუსს „არსენალში” 45 მილიონ გირვანქად გაყიდიან და ამ თანხას სტერლინგში აღებულ სავარაუდო 55 მილიონსაც დაამატებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას...
ლეგენდების პარადი
ჯეკ გრილიში ლუდს შეექცეოდა, პეპ გვარდიოლა კი მსხვილ სიგარას აბოლებდა… „მანჩესტერ სიტიმ” ქალაქში ღია ავტობუსით ჩაიარა. პრემიერლიგის ჩემპიონს ქუჩებში ათეულობით ათასი გულშემატკივარი ესალმებოდა. პეპი და კომპანია ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები. ტიტული მათ ოფიციალურად ბოლო ტურში, „ასტონ ვილასთან” დრამატულ საშინაო შეხვედრაში გაიფორმეს. 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. მანჩესტერის ქუჩებში ავტობუსით გამოსული ფეხბურთელები ფანებს შამპანურით...









