მღელვარებისგან ჭკუიდან გადასულმა რაჰიმ სტერლინგმა დაიფიცა, რომ ნაკრებს მანამ არ დაუბრუნდება, სანამ მისი ოჯახი სრულიად უსაფრთხოდ არ იგრძნობს თავს. გუშინ გაცნობეთ, რომ ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი ყატარიდან სასწრაფოდ შინ გაფრინდა, ვინაიდან ლონდონში მისი სახლი შეიარაღებულმა ყაჩაღებმა გაძარცვეს. ის „ჩელსის” მეოთხე ფეხბურთელია ვისი სახლსაც ბოლო რამდენიმე თვეში თავს დაესხნენ. ლონდონის პოლიცია ჯერ ვერ ან არ ამბობს არის თუ არა კავშირი ამ ოთხ ძარცვას შორის. სტერლინგისგან 300 ათასის საათები და სამკაულები წაიღეს.
სამწუხარო ამბავი ინგლისისა და სენეგალის მერვედფინალური შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია დაბრუნდება თუ არა ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთთან მეოთხედფინალური შეხვედრისთვის, რომელიც შაბათს არის დანიშნული.
სტერლინგის ახლობელმა „სანს” უთხრა: „რაჰიმმა ყველას კატეგორიულად გამოუცხადა, რომ სანამ ოჯახის ასპროცენტიან უსაფრთხოებაში არ დარწმუნდება, ინგლისიდან ფეხს არ გაადგამს. ის და პეიჯი ლონდონში ცოტა ხნის წინ გადმობარგდნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მათ ეს კონკრეტული სახლი შეარჩიეს უსაფრთხოებს საგანგებო ზომები გახლდათ, მაგრამ როგორც ხედავთ, მძარცველებმა მაინც შეაღწიეს მასში. ახლა ოჯახი უსაფრთხოებას ითხოვს”.
მოგეხსენებათ, სტერლინგი „ჩელსიში” „მანჩესტერ სიტიდან” ზაფხულში გადავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მის სანაცვლოდ „სიტის” 47,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.
როგორც ითქვა, პეიჯი და მათი შვილები რაჰიმს ყატარში ახლდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ინგლისში დაბრუნდნენ და სწორედ მაშინ დაესხნენ მათ სახლს მძარცველები. გუშინ სტერლინგი გამომძიებლებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ იქვე, სამეზობლოში, 2021 წლის სექტემბერში გაძარცვეს რის ჯეიმსიც რომელსაც ჩემპიონთა ლიგის, სუპერთასისა და ევროპის ჩემპიონის მედლები მოპარეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
