კეინი სტერლინგს გაუტოლდა

Home კატეგორიის გარეშე კეინი სტერლინგს გაუტოლდა
კეინი სტერლინგს გაუტოლდა

Bayern schlägt Lazio in der Champions League: Warum eigentlich nicht immer  so? - Sport - SZ.deმიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაში 27 გოლი გაიტანა.

„ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:0) გატანილი ორი გოლი შესაბამისად, 26-ე და 27-ე გამოდგა ტურნირზე ინგლისელისთვის. ამ მაჩვენებლით კეინი „ჩელსის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს გაუტოლდა.

ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ გაიტანა მეტი – მან ჩემპიონთა ლიგაში 30-ჯერ გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ კეინი „ბაიერნში“ გასულ ზაფხულს „ტოტენჰემიდან“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა, ამ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე მიუნხენური გუნდის შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, 33 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან ძალაშია 2027 წლის ივნისის ბოლომდე.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.