ჭდე: რაჰიმ სტერლინგი

Home რაჰიმ სტერლინგი
პასუხი ტაბლოზე ეწერა
ჩანაწერი

პასუხი ტაბლოზე ეწერა

ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6! ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. სტერლინგმა ორჯერ შეაგდო. დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა. როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში...

ფერი და ტუჩები არაფერ შუაშია
ჩანაწერი

ფერი და ტუჩები არაფერ შუაშია

გუშინ „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” 3:1 მოუგო, მაგრამ რაჰიმ სტერლინგს მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთზე იმდენი ლაპარაკი არ დასჭირვებია, რამდენიც პორტუგალიელი თანაგუნდელის ბერნარდო სილვას დაცვა. რა სჭირდა სილვას სტერლინგის დასაცავი? საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში სახუმარო (თვითონ ასე ეგონა) ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთ მხარეს „სიტის” ფრანგი მცველის ბენჟამენ  მენდის ბავშვობის ფოტო იდო, ხოლო...

ისინი ალბიონზე ამინდს ქმნიან 
ჩანაწერი

ისინი ალბიონზე ამინდს ქმნიან 

ერთი თვე შესრულდა, რაც პრემიერლიგა დაიწყო. არაფერი არალოგიკური და არაპროგნოზირებადი – ტიტულის მთავარი მაძიებლები ლივერპული და მანჩესტერ სიტი კვლავაც დომინირებენ და ტიტულისთვის იბრძვიან, დიდი ექვსეულის გუნდები კი პოზიციებს ნელ-ნელა იმყარებენ. სანაკრებო პაუზისას, პრემიერლიგის ვებ-გვერდი გასულ თვეს აჯამებს და საუკეთესო ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს ავლენს. გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ. სერხიო აგუერო –...

ჩანაწერი

თავზე თმა და გოლი რომელიც იყო, მაგრამ არ იყო

ერთხელ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, როდესაც შენი საქმე გიყვარს, თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოგივარდებაო. „განსაკუთრებულმა” ეს სიტყვები პეპ გვარდიოლას მიუძღვნა, მაგრამ ალბათ შეცდა. გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა” და „უოტფორდის” ფინალის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ უფრო ფეხბურთისადმი გიჟური დამოკიდებულება ჰქვია. შაბათს, „სიტიმ” წლევანდელ მონაგარს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიც შეჰმატა — „უოტფორდს” 6:0 მოუგო....

სად არის აზარი?
ჩანაწერი

სად არის აზარი?

ყოველგვარი გამოკიხთვა ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სათავეშივეა ჩადებული გარკვეული უსამართლობის ელემენტი. ასე არ არის? როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იმდენად სჯობდეს სხვებს, რომ ულაპარაკოდ საუკეთესოდ დაასახელო. ეს იგივეა, ერთი საყვარელი წიგნის, ფილმის ან სიმღერის ამორჩევა რომ გთხოვოთ ვინმემ. აი, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე საკამათო კანდიდატია....

ჩანაწერი

ამხილეს, მაგრამ… ამხილეს?

„ჩელსის” ფანი, რომელმაც „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს აგინა, დაისაჯა. მისი ვინაობა გამოვლენილია. როგორც თავად ამბობს, ამ ინციდენტის გამო სამსახური დაკარგა და იმ ოთხ გულშემატკივარს შორის მოხვდა, რომელთაც კლუბმა წლიური აბონემენტები ჩამოართვა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში, რომელიც ბოლო ტურში „სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ცხრილში პირველი პოზიცია დააკარგინა. პრემიერლიგის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ყბადაღებულ...

მიზანი, რომელიც 100 მილიონზე მეტია
ჩანაწერი

მიზანი, რომელიც 100 მილიონზე მეტია

„სანის” ცნობით „რეალი” მარკუს რეშფორდისა და კრისტიან ერიკსენის შესაძენად ინგლისურ ბაზარზე აპირებს გასვლას. მადრიდელები 90 მილიონი გირვანქით ანუ 101 მილიონი ევროთი ყოფილან შეიარაღებულნი. გაზეთის ცნობით „რეალის” შეფებს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა უნახავთ და რეშფორდის თამაში მოსწონებიათ. მათ იმედი აქვთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის ნაწილს მაინც შეავსებს....

ავადმყოფური ნახატი უფრო ღრმა აზრით
ჩანაწერი

ავადმყოფური ნახატი უფრო ღრმა აზრით

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა მარჯვენა ფეხზე ახალი სვირინგი დაიხატა: ავტომატი M16. ბევრი იტყვის ვისი რა საქმეაო. აბა, ინგლისის იარაღის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებებს ჰკითხეთ. მათ ფეხბურთელის ტატუ არათუ გააპროტესტეს, არამედ თუ ნახატს არ შეიცლის, მისი ნაკრებიდან გაგდებაც კი მოითხოვეს. მათი თქმით ეს ავადმყოფური ტატუა. იარაღის მოწინააღმდეგეთა კამპანიის აქტივისტი, 63 ლუსი კოპი, შვილმკვდარი დედაა....