ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების დაწყებამდე კანადელი ალფონსო დევისის სახელი ფეხბურთის ქომაგებს ბევრს არაფერს ეუბნებოდა…19 წლის ყმაწვილმა სადებიუტო სეზონში 28-ჯერ მოირგო მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასიც მიითვალა. შეუძლია როგორც მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.
დევისი ბუნდესლიგის ისტორიაშიც მოხვდა, როგორც უსწრაფესი ფეხბურთელი მას შემდეგ, რაც სისწრაფეების გამზომი ტექნოლოგია დაინერგა. 32-ე ტურის შეხვედრაში ბრემენში, „ვერდერთან“ (0:1) ერთერთ ეპიზოდში მან 36,51 კმ/სთ (!) სიჩქარე განავითარა. ამას დაუმატეთ ზოგადად მისი წვლილი გუნდის გაჩემპიონებაში და აღარ გაგიკვირდებათ, რატომ აღიარეს ალფონსო დევისი სეზონის საუკეთესო ახალბედად. არადა, ამ ტიტულს თითქმის ყველა „დორტმუნდი“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს უწინასწარმეტყველებდა. ჩემპიონობას სხვა ძალა აქვს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
