„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ჩვეულ სტიქიაშია – პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნატედთან“ (1:1) მატჩის შემდეგ უკმაყოფილო ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებებით დარჩა.
„რა არ მომეწონა? პენალტების დანიშვნით უკმაყოფილო ვარ… არ მაწყობს VAR-ის მუშაობა. მოედანზე მსაჯი, შესაძლოა, შეცდეს და „იაფფასიანი“ პენალტი დადოს, მაგრამ ამ დროს საკუთარი სამუშაო VAR-მა უნდა შეასრულოს. ყველამ ვიცით, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერი“ პენალტების მოპოვების აბსოლუტური რეკორდსმენია. ისიც ვიცოდით, რომ მსგავსი ჩვენთანაც მოხდებოდა და ძალიან ვფრთხილობდით. ყველა დარტყმა ისე უნდა დაგვებლოკა, რომ ხელები ზურგსუკან გვქონოდა, რადგან ფეხბურთელებმა იცოდნენ ამას რაც მოჰყვებოდა.
რა მომეწონა? ის რომ გუნდი ურთიერთობს, ორგანიზაციულია, მყარი, აკონტროლებს თამაშს და მიჰყვება გეგმას. ზუსტად ასე ვითამაშეთ და „მანჩესტერს“ უჭირდა. ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ერთია, როდესაც „მანჩესტერმა“ დომინირება დაიწყო, დავიღალეთ და მთელს მოედანზე პრესინგი აღარ გამოგვდიოდა“, – თქვა მოურინიო.
შეგახსენებთ, რომ განახლებულ პრემიერლიგაში „მანჩესტერი“ 46 ქულით მეხუთეა, 42-ქულიანი „ტოტენჰემი“ – მერვე.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
