„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „წითელი ეშმაკები“ გააკრიტიკა. „მათ უნდა ააშენონ გუნდი ბრუნო ფერნანდეშის გარშემო. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, მებრძოლი ხასიათი აქვს. დანარჩენები მოაშორეთ. ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა შევინარჩუნოთ ბრუნოსთან ერთად. სხვა მხრივ, გუნდის მასობრივი წმენდაა საჭირო. შევინარჩუნებდი ონანას, მაგუაირს და დალოს? დალო კარგად მუშაობს, მაგუაირმა ჩინებული სეზონი ჩაატარა, მაგრამ ამ ლიგაში ასპარეზობისთვის მათ უკეთესი...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
მანჩესტერის მინუს 300
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა, კლუბში 300 სამუშაო ადგილის შემცირება გადაწყვიტა. ბიზნესმენმა აუდიტორებს სთხოვა შეეფასებინათ „წითლი ეშმაკების“ სტრუქტურა და ხარჯები ოპტიმიზაციის განსახორციელებლად. ის 1000 კაციანი პერსონალის 25-30 პროცენტით შემცირებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რომ რატკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების 25 პროცენტის მფლობელი რამდენიმე დღის წინ გახდა. კომპანია INEOS, რომელსაც 71 წლის მილიარდერი ხელმძღვანელობს, ახლა „მანჩესტერ იუნაიტედის“...
მალე კაზემიროც?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ შესაძლოა გუნდი დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელით საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა კი კაზემიროს ხელსაყრელი პირობებით გაყიდვით არის დაინტერესებული. 31 წლის კაზემირო „მანჩესტერს“ მადრიდის „რეალიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის...
დე ხეა და თურქეთი
ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც თავისუფალი აგენტია, კლუბის ძებნას აგრძელებს. დე ხეას სამსახურით თურქული სუპერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. გუნდების ვინაობა არ სახელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ესპანელი მეკარის მიმართ საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ინტერესის შესახებ. 2022-2023 წლების სეზონში დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 58 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ფეხბურთელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ამოეწურა. მხარეებმა...
სულშერი: შეგვეშალა!
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გაიხსენა ის გარემოებები, რამაც გამოიწვია 2021 წელს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერულ კლუბში გადასვლა. „ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის უარყოფა ძალიან რთული იყო და ვგრძნობდი, რომ უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს არასწორი აღმოჩნდა. როდესაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, მართალი ჩანდა, რაც გულშემატკივრებმაც იგრძნეს „ოლდ ტრაფორდზე“ „ნიუკასლთან“ მატჩის დროს (რონალდომ დუბლი შეასრულა, „მანჩესტერ...
10 მილიონი მაგუაირს, თუ მანჩესტერიდან წავა
ჰარი მაგუაირი სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლასთან ახლოსაა. ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი შესაძლოა მცველისთვის ბოლო აღმოჩნდეს „მანჩესტერის“ მაისურით. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მაგუაირის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ელოდება. კონტრაქტის მიხედვით, მცველი კვირაში დაახლოებით 190 ათას გირვანქას გამოიმუშავებს – ახალ კლუბში კი მისი ხელფასი სავარაუდოდ განახევრდება. მცველის წასვლის შემთხვევაში, „მანჩესტერი“ მზად არის მას 10 მილიონი...
გვარდიოლა მანჩესტერზე…
გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე თანაქალაქელი „სიტი“ პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ამ პრიზს ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა (2018-2021). შარშან კი „ლივერპულის“ ჯერი დადგა. პრესკონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თქმა, რომ „იუნაიტედი“ ისევ ძლიერი კლუბია. „ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, არა? ცოტა...
ოსიმენში 120 მილიონი
„ნაპოლის” თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდეს. ინგლისური კლუბი მზად არის, ნიგერიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. საინტერესოა, რომ ოსიმენის გადასაბარებლად ანალოგიური თანხის გადასახდელად მზად არის ლონდონის „ჩელსიც“. 24 წლის ოსიმენი „ნაპოლის“ 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ 75 მილიონ ევროდ შეუერთდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ვიქტორმა 21 მატჩში 16 ბურთი გაიტანა...
ღმერთო ჩემო
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ (1:2), „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, არგენტინის ნაკრები გააკრიტიკა. „ღმერთო ჩემო, შეხედეთ დი მარიას. ხან ერთ პოზიციაზე იყო, ხან მეორეზე. აშკარად აცდენილი გახლდათ ყველაფერს. ვერც გადაწყვეტილებებს იღებდა. და მესი? არა, ისინი ამ მატჩში გუნდს არ გავდნენ. მათ ბრძოლის ჟინიც არ ჰქონდათ. ეს...
სხვა ემერი
„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ. „ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის...









