2019 წლის ზაფხულში, „ბაიერნმა” მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგი მარცხენა მცველის ლუკა ერნანდესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერმა” „ტრებლი” მოიგო, ფეხბურთელს გასულ სეზონში დიდად არ გაუმართლა. 24 წლის მსოფლიოს ჩემპიონისთვის გასული წელიწადი უფრო ტრავმებით და სათადარიგოთა სკამზე ჯდომით იყო დასამახსოვრებელი.
„თავს „ბაიერნში” მაინც ახალგადასულად ვგრძნობ და კონტრაქტის თანახმად იქ კიდევ ოთხი წელიწადი უნდა გავატარო, — უთხა ერნანდესმა ფრანგულ არხ „ტელეფუტს”, — ახლა ყველაფერი შემდეგ სეზონზე იქნება დამოკიდებული. თუ ჩემი მიუნხენური ცხოვრება ძველებურად რთულად გაგრძელდება, მაშინ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდები”.
თუმცა, მცველი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი 19 წლის კანადელმა ალფონსო დევისმა წაართვა, ყურების ჩამოყრას არ აპირებს.
„საკუთარ თავზე მუშაობა და მუდმივი პროგრესი ბუნებაში მიზის. ახლაც ამას ვაპირებ. მინდა გუნდში ადგილი დავიმკვიდრო”, — თქვა მან.
ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნის” მეტოქემ „პარი სენ ჟერმენმა” გამოთქვა ერნანდესის შეძენის სურვილი.
„დიახ, ლაპარაკი იცოცხლეთ, იყო, მაგრამ ოფიციალური წერილი არ მომსვლია”, — თქვა ფეხბურთელმა, რომელსაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 18 თამაში აქვს ჩატარებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
