ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია… ყველა კონტინენტის ზონა რომ ავიღოთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მთავარი სიურპრიზი კანადის ნაკრებია.
სხვაგან მაინცდამაინც სენსაცია არ ხდება, აი, კანადა კი კონკაკაფის ზონაში პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, მსოფლიოზე გავა. სამი გუნდი გადის და მეოთხე ფლეი-ოფს თამაშობს – ასე რომ…
კანადამ 2:0 მოუგო აშშ-ს. ლარენმა და აკუდაგბემ გაიტანეს მატჩის დასაწყისსა და ბოლოში.
1980 წლის მერე პირველად მოხდა, რომ კანადელებმა ფეხბურთში ამერიკელებს აჯობეს (შესარჩევში). კანადას არ ჰყავდა „ბაიერნის“ მძლავრი ფლანგელი ალფონსო დევისი, რომელსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ნაკრებში გამორჩეულია „ლილის“ ლიდერი ჯონათან დევიდი. კანადას ინგლისელი ჯონ ჰერდმანი წვრთნის…
4 ტური დარჩა და ჩრდილოელები 5 ქულით უსწრებენ მეოთხეადგილოსან პანამას.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
