ფინეთში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თუმცა, უკვე ცნობილია 6 გუნდი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებს. A ჯგუფს 18 ქულით აშშ ლიდერობს – ოკეანისგაღმელებმა 6-დან 6 მოიგეს. ამერიკელებმა მიყოლებით დაამარცხეს ფინეთის, უნგრეთის, გერმანიის, ავსტრიის, დანიისა და საფრანგეთის ნაკრებები. ერთადერთი დარჩენილი მატჩი შვედეთთან აქვს და ჯგუფის პირველადგილოსანიც გაირკვევა. სკანდინავიელებსაც ყველა მოგება აქვთ, მხოლოდ ფინეთი...
ჭდე: აშშ
ფრთხილად, კარი იკეტება !
მსოფლიო ჩემპიონატის A და B ჯგუფებში დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართება და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვევა. ფლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას მხოლოდ მასპინძელი ჩამოშორდა, თორემ სხვებს შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლონ. რა უნდა მოხდეს, რომ ესა თუ ის გუნდი მონდიალზე სათამაშოდ დარჩეს? აბა, ერთად ვნახოთ: A ჯგუფი ეკვადორი – სენეგალი (19:00) ნიდერლანდები – ყატარი (19:00) – ნიდერლანდები...
ინგლისის ოქტომბერი აგვიტოშია
მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალთა ნაკრებმა ევრო 2022 მოიგო, ქვეყანაში ნამდვილი ძულომმანიაა (ძუ ლომების ტრიუმფი). ჯერ ხომ ლამის მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში მოგებული ფინალის შემდეგ. ახლა კი, უემბლიზე, მსოფლიო ჩემპიონ აშშ-თან ამხანაგური მატჩის ბილეთები 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებ-გვერდი რამდენჯერმე გადაიტვირთა. მომხმარებლები ამბობენ, რომ რვა საათის განმავლობაში უწევდათ კომპიუტრთან ონლაინ ყოფნა, ბილეთების...
ჰა, ბურთი…
ფიფამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის პრეზენტაცია მოაწყო… ბურთს ჰქვია Al Rihla, რაც ქართულად ნიშნავს მოგზაურობას. Adidas – ის ბურთის დიზაინი აგებულია ყატარის უნიკალური არქიტექტურის მიხედვით და სახელმწიფო დროშით. 32 ნაკრებიდან 27 გასულია მსოფლიოზე. დარჩა 5 ადგილი. 2 დღეს გაირკვევა ჩრდილოეთ ამრიკიდან. მექსიკა, აშშ, კოსტა-რიკიდან ორნი გავლენ, ერთი კი ივნისში ფლეი-ოფში ითამაშებს. თუმცა ამ სქემაზე...
კანადა პირველ ადგილზეა!
ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია… ყველა კონტინენტის ზონა რომ ავიღოთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მთავარი სიურპრიზი კანადის ნაკრებია. სხვაგან მაინცდამაინც სენსაცია არ ხდება, აი, კანადა კი კონკაკაფის ზონაში პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, მსოფლიოზე გავა. სამი გუნდი გადის და მეოთხე ფლეი-ოფს თამაშობს – ასე რომ… კანადამ 2:0 მოუგო აშშ-ს. ლარენმა და აკუდაგბემ გაიტანეს მატჩის დასაწყისსა და ბოლოში....
საქართველო ამერიკასთანაც დამარცხდა
თბილისში მიმდინარე წყალბურთელა მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. დეიან სტანოიევიჩის გუნდი ამჯერად ამერიკასთან დამარცხდა – 9:13. გადამწყვეტი გამოდგა დასაწყისი, რომელიც ჩვენებმა პირწმინდად დათმეს: პირველი მეოთხედი 1:3, ხოლო მეორე 2:5 წააგეს, რის შემდეგ სოლიდურად ჩამორჩნენ. დიდი შესვენების შემდეგ საქართველომ კი მოიგო, მაგრამ დეფიციტი სოლიდური იყო და მისი აღმოფხვრა ამერიკელებთან, თითქმის შეუძლებელი....
მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა
თბილისში დაიწყო მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წყალბურთში, სადაც რვა გუნდია თავმოყრილი. აქედან ექვსი ტოკიოს ოლიმპური თამაშების მონაწილე იქნება. მხოლოდ საფრანგეთი და საქართველო არიან მის მიღმა დარჩენილი. პირველ ტურში საქართველო იაპონიას შეხვდა და 13:12 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ძალიან დრამატული მატჩი იყო. მონტენეგრო კი, 10:6 მოუგო აშშ-ის ნაკრებს. მეორე ტურში ჩვენები სწორედ მონტენეგროელებს შეხვდნენ. ყველაფერი პირველ მეოთხედში...
რაგბი გაკოტრდა
ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა აშშ-ის რაგბის ფედერაციამ თავი ბანკროტად გამოაცხადა. კორონავირუსის პანდემიამ ამერიკაში კატასტროფული მასშტაბები მიიღო, რისი გამოძახილიც სარაგბო თემის ფინანსური პრობლემებია. არადა. აშშ-ს რაგბის ფედერაციის ბანკროტობას, რომელიც მსოფლიო ოცეულის ბინადარია, ნაკლებად თუ ელოდა ვინმე.
ამერიკა სახლში
აგერ უკვე 13 წელია, აშშ-ის ნაკრებს შეხვედრა არ წაეგო. ბოლოს მათი ძლევა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბერძნებმა (101:96) შეძლეს. იანკები ჩინეთშიც ფავორიტის რანგში ჩავიდნენ, მაგრამ არა თუ „დრიმ თიმი“, საერთოდ გუნდი ვერ ჩაიყვანეს. ეს იყო საშუალოზე უკეთესი კალათბურთელების კრებული, რომლის მაქსიმუმიც მეოთხედფინალში გასვლა აღმოჩნდა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ „ფრენის“ განწყობაზე იყვნენ ფრანგთა ლიდერები. ორლანდოელმა...
გადახტდნენ და გადაახტდნენ
„მსოფლიო ჩემპიონები რომ გავხდეთ მე არ წავალ იმ დაწყევლილ თეთრ სახლში,“ – ეს სიტყვები ამას წინათ მეგან რაპინოს ბაგედან გამოიცრა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ რაპინო ახლა სწორედ მსოფლიო ჩემპიონია. საფრანგეთში დასრულებულ ქალთა მონდიალზე მოგახსენებთ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი ყველა მეტოქეზე თითქმის ერთი თავით მაღლა იდგა და უძლიერესის წოდებაც დამსახურებულად მოიპოვა. ამერიკელმა მანდილოსანმა მობურთალებმა...









