მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალთა ნაკრებმა ევრო 2022 მოიგო, ქვეყანაში ნამდვილი ძულომმანიაა (ძუ ლომების ტრიუმფი).
ჯერ ხომ ლამის მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში მოგებული ფინალის შემდეგ. ახლა კი, უემბლიზე, მსოფლიო ჩემპიონ აშშ-თან ამხანაგური მატჩის ბილეთები 24 საათში მთლიანად გაიყიდა.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებ-გვერდი რამდენჯერმე გადაიტვირთა. მომხმარებლები ამბობენ, რომ რვა საათის განმავლობაში უწევდათ კომპიუტრთან ონლაინ ყოფნა, ბილეთების შესაძენად. საინტერესოა, რომ აშშ-თან ამხანაგური მატჩი 7 ოქტომბერსაა ჩანიშნული…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
