„ნიუკასლისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტზე ისაუბრა. „ვეჭვობ, შესაძლოა, ეს მატჩი საუთგეიტისთვის უკანასკნელი იყოს ინგლისის ნაკრებში. ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ. დიახ, შეგვეძლო გვეთამაშა უფრო ლამაზი ფეხბურთი, უფრო შემტევი, მაგრამ ინგლისი მაინც გავიდა ფინალში. როცა ასე ახლოს მიხვალ, უნდა გადალახო ხაზი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ საუთგეიტის დროს ჩვენ...
ჭდე: ინგლისი
უნიკალური ამბავი
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი კი გახდა პირველი გუნდი ევროს ისტორიაში, რომელმაც ერთ ტურნირზე ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას (3:0), იტალიას (1:0) და ალბანეთს (1:0) მოუგო. მერვედფინალში ესპანელებმა საქართველო დაამარცხეს (4:1), მეოთხედფინალში კი...
ფრთხილად, კარი იკეტება !
მსოფლიო ჩემპიონატის A და B ჯგუფებში დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართება და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვევა. ფლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას მხოლოდ მასპინძელი ჩამოშორდა, თორემ სხვებს შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლონ. რა უნდა მოხდეს, რომ ესა თუ ის გუნდი მონდიალზე სათამაშოდ დარჩეს? აბა, ერთად ვნახოთ: A ჯგუფი ეკვადორი – სენეგალი (19:00) ნიდერლანდები – ყატარი (19:00) – ნიდერლანდები...
ინგლისის ოქტომბერი აგვიტოშია
მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალთა ნაკრებმა ევრო 2022 მოიგო, ქვეყანაში ნამდვილი ძულომმანიაა (ძუ ლომების ტრიუმფი). ჯერ ხომ ლამის მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში მოგებული ფინალის შემდეგ. ახლა კი, უემბლიზე, მსოფლიო ჩემპიონ აშშ-თან ამხანაგური მატჩის ბილეთები 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებ-გვერდი რამდენჯერმე გადაიტვირთა. მომხმარებლები ამბობენ, რომ რვა საათის განმავლობაში უწევდათ კომპიუტრთან ონლაინ ყოფნა, ბილეთების...
ძუ ლომები და კრიშტიანუ
ქალთა ევრო 2022-ის მოგების კვალად, ინგლისის ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციისგან 65,5 ათასი ევრო მიიღო. საფეხბურთო მასშტაბით, ეს საკმაოდ დაბალი ციფრია. მაგალითისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, დაახლოებით ამდენს დღეში გამოიმუშავებს… კვირაში კი მისი შემოსავალი 458 ათასი ევროა. ასევე საინტერესოა, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის, ინგლისის კაცთა ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ 300 ათასი ევრო...
ინგლისი ევროპის ცაზე…
ორი წაგებული ფინალის შემდეგ ინგლისელმა ქალებმა, როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. „უემბლიზე“ ძუ ლომებმა, ალბათ, ყველაზე საძულველი მეტოქე, გერმანია დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და სიხარულით მეცხრე ცას ეწივნენ… ინგლისის მწვრთნელი სარინა ვიგმანი კი ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი – 2017 წელს მან ნიდერლანდების ნაკრები მიიყვანა ევროპის ჩემპიონობამდე. ზედ ფინალური მატჩის წინ, მოთელვისას, გერმანელებს ლიდერი, კაპიტანი,...
ქალებმა დაიწყეს
მანჩესტერში ქალთა ევრო 2022 გაიხსნა. ტურნირი შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. შეჯიბრება ინგლისში ტარდება. გახსნის მატჩში, „ოლდ ტრაფორდზე“, ერთმანეთს ინგლისისა და ავსტრიის ნაკრებები შეხვდნენ. მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ფინალი ლეგენდარულ „უემბლიზე“ გაიმართება ივლისის ბოლო დღეს. რიგით მე-13 ტურნირში 16 ნაკრები მონაწილეობს. A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრია, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია B ჯგუფი: გერმანია, დანია,...
მარადონას მაისურა სარეკორდო ფასად გაიყიდა
დიეგო მარადონას მაისურა აუქციონზე გაიყიდა. თან სარეკორდო ფასად – 7,14 მილიონ გირვანქად. ამდენი არცერთი ფეხბურთელის მაისურში არ გადაუხდიათ. ეს ის მაისურაა, რომლითაც დიეგომ ინგლისს ორი გოლი გაუტანა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში. არგენტინამ 2:1 მოიგო… გოლები შეგახსენოთ? საჭიროა? მაინც, ვინც არ იცის: პირველი „ღმერთის ხელით“, მეორე კი ნახევარი ინგლისის მოტყუების შემდეგ. ის მაისური ინგლისის ნაკრების...
ინგლისმა საუთგეიტს გერმანიაც დაავალა
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა, კონტრაქტი გაუგრძელოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეითს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდეა გათვლილი. ახალი ხელშეკრულებით კი საუთგეითი ნაკრებს 2024 წელს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს. საუთგეითი ინგლისის ნაკრებს 2016 წლის ნოემბრიდან თავკაცობს, იქამდე კი 4 შეხვედრის განმავლობაში მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. მან 2018 წელს გუნდი მონდიალის ნახევარფინალში, 2020...
საუდეთი იტალიას მონდიალს მოუციცქნის
მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და ამის გაკეთებას კიდევ ერთ თანამასპინძელთან ერთად აპირებს. ამერიკული კონსალტინგ კომპანია BCG მჭიდროდ თანამშრომლობს საუდეთის მთავრობასთან. ამ ჯერზეც რამდენიმე პარტნიორი ურჩია, ოპტიმალურად კი ეგვიპტესთან და მაროკოსთან საზიარო განაცხადი მიიჩნია. თუმც საუდები ასე არ ფიქრობენ ფინანსური რისკების, ქვეყნების ეკონომიკებზე შესაძლო გავლენის და უსაფრთხოების საკითხების გამო....









