დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი ეპოქა. საქართველოში, ნაცრისფერ ოთხმოცდაათიანებში და შემდეგ წლებშიც ის უამრავი ბავშვის, მოზარდის თუ ზრდასრული ქომაგის კერპი იყო – არიენ რობენი ფეხბურთიდან წავიდა. 35 წლის რობენმა კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა. მიუნხენურ გრანდთან ერთად 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო რეკორდმაისტერის რიგებში ვერცხლის სასალათე 8-ჯერ აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნში“ ყოფნის...
ჭდე: აშშ
ქალები კაცების ზურგზე
გაღმა, ბრაზილიაში, კოპა ამერიკა გაჩაღებულა, სადაც ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. გამოღმა, საფრანგეთში კი ქალთა მონდიალი მიმდინარეობს. საუკეთესო ოთხეული აქაც ცნობილია. 3 ევროპული და ერთიც, აშშ, რომელიც მსოფლიო მოქმედი ჩემპიონია. ამასობაში, ქალთა შორის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მაისურები სულ უფრო იქაურ პოპულარული ხდება. ამის შესახებ Sports illustrated-ის საფეხბურთო მიმომხილველი გრანტ ვალი იტყობინება. აშშ-ს ქალთა ნაკრების მაისურებს მსოფლიოში ცნობილი...
ქალი ვიცი მოედანზე…
სად არის ქალის ადგილი, საჭესთან თუ სამზარეულოში? ვისთვის როგორ, თუმც ამერიკის ქალთა ნაკრებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ადგილი დამსახურებულად კი უკავია. მაშინ, როცა მამაკაცები სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას „სოკერს“ ეძახიან, ხოლო MLS-ის მატჩებზე დასწრებას უმეტესად ბეისბოლის ან ამერიკული ფეხბურთის ცქერა ურჩევნიათ, ქალთა ნაკრები მონდიალის რეკორდსმენი ხდება. მსოფლიოს ჩემპიონმა და ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საფრანგეთში მიმდინარე მონდიალი ბრწყინვალე...


