თბილისში მიმდინარე წყალბურთელა მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. დეიან სტანოიევიჩის გუნდი ამჯერად ამერიკასთან დამარცხდა – 9:13.
გადამწყვეტი გამოდგა დასაწყისი, რომელიც ჩვენებმა პირწმინდად დათმეს: პირველი მეოთხედი 1:3, ხოლო მეორე 2:5 წააგეს, რის შემდეგ სოლიდურად ჩამორჩნენ.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველომ კი მოიგო, მაგრამ დეფიციტი სოლიდური იყო და მისი აღმოფხვრა ამერიკელებთან, თითქმის შეუძლებელი.
მესამე მეოთხედში ჩვენებმა 3:2 იმარჯვეს, ხოლო ბოლო რვა წუთში გუნდებმა 3-3 გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა მატჩები ჯერ არ დასრულებულა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავა და მეოთხედფინალში საბერძნეთთან შეხვდება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
