9 ივნისს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისი „უემბლიზე“ დაუხვდება გერმანიას. ცხადია, მატჩისნწინა ტემპერატურის დუღილიც უკვე საკმარისზე მაღალია.
პირველი, რაც თვალს არასასიმოვნოდ მოხვდა, ის არის, რომ გერმანელებს „უემბლიზე“ ვარჯიში აუკრძალეს. მანამდე, ამ არენის გაზონის მატჩამდე დაჭაშნიკების უფლება არც იტალიასა და ავსტრიას მისცეს.
სტადიონის ხელმძღვანელობა თავს იმით იმართლებს, რომ პროგნოზით მოსალოდნელია წვიმები, რის გამოც ზედმეტი დავირთვა ბახალს ავნებს.
„უემბლიზე“ ვარჯიშის უფლება არ მოგვცეს. არადა, მწვრთნელს სურდა ფეხბურთელებს სტადიონის ატმოსფერო მატჩამდე შეეგრძნოთ. თუმცა, ამის უფლება არც უეფამ მოგვცა. სამწუხაროა, რადგან მნიშვნელოვანი ეტაპი და მნიშვნელოვანი სტადიონია“, – განაცხადა გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეს-მდივანმა იენს გრიტნერმა.
გერმანული მედია ვარჯიშის აკრძალვას სკანდალს უწოდებს და აღნიშნავენ, რომ ამით ინგლისელები უპირატესობას მიიღებენ, რადგან ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი „უემბლიზე“ გამართა.
უეფა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერ გაექცეოდნენ და ყველა გუნდისთვის, ვისაც მერვედფინალში „უემბლიზე“ თამაში მოუწევდა, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩდნებოდნენ.
აქედან გამომდინარე, გერმანიის ნაკრებმა საკუთარი გეგმები შეცვალა და 28 ივნისის დილას ნიურნბერგის მახლობლად განთავსებულ ბაზაზე გამართა, ხოლო დღის მეორე ნახევარში ლონდონს გაემგზავრა, სადაც „მარიოტ რიჯენტს პარკში“ დაბინავდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ „უემბლიზე“ მაყურებელთა დასწრების რაოდენობა 50 %-მდე გაზარდეს, რაც ნიშნავს, რომ ინგლისისა და გერმანიის მატჩს 45.000 მაყურებელი დაესწრება.
ლონდონი ასევე ორ ნახევარფინალსა და ფინალს უმასპინძლებს…
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
