„მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ნახევარმცველი ფილ ფოდენი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 80 წამში შესანიშნავი გადაცემით კევინ დე ბრუინს გამარჯვების გოლი გაატანინა.
ფილი მინდორზე ნათელი წერტილივით იყოო, ამბობენ ინგლისელები.
ფოდენი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია, პეპ გვარდიოლას საყვარელი მოთამაშე. ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ტურნირებიდნ გვახსოვს, როცა 2017-ში, ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებმა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ფოდენი კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ოუენ ჰარგრივზმა თქვა: „ფოდენი არავის ჰგავს. შეუძლია ცრუ ცხრიანზე ითამაშოს, ფრთაზე, ან სულაც გამოკვეთილ თავდამსხმელად. ანუ ძალუძს რამდენიმე პოზიციაზე მსოფლიო კლასის ფეხბურთელად წარმოგვიდგეს – ეს რაღაც განსაკუთრებულია. დღეს ის ყველაზე უნიკალური მოთამაშე გახლავთ. თან ჯერაც კარიერის დასაწყისშია“, – დასძენს ჰარგრივზი.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
