20 წლის ფილ ფოდენმა 75-ე წუთზე ტყვიასავით გაისროლა და „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ბეჭედი დაასვა.
„დორტმუნდთან” „ქალაქელებს” პირველი შეხვედრა „ეტიჰედზე” 2:1 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კი შიში ჭამეს — სტადიონზე, რომელსაც სპონსორის გამო „სიგნალ იდუნა პარკი” ჰქვია, თორემ ისე „ვესტფალენშტადიონია”, 17 წლის ინგლისელმა ჯუდ ბილინგემმა შესანიშნავი გოლი გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში ისეთი ანგარიში დააყენა, რომელსაც ნახევარფინალში გერმანული გუნდი გაჰყავდა.
მეორე ტაიმში, კერძოდ შესვენებიდან 10 წუთის შემდეგ, რიად მაჰრეზმა „სიტი” პენალტით ამოასუნთქა, ხოლო 20 წუთის შემდეგ ფოდენმა, მარცხენა ფეხით, ზემოხსენებული და ქვემოთ, ვიდეოში მოყვანილი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც ნათელი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშების ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი” გავიდა.
ფოდენის გოლის შემდეგ ანგარიში გახდა 4:2, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილ 15 წუთში „შვარცგელბენს” სამი გოლის გატანა სჭირდებოდა. ეს უკვე შეუძლებელი იყო.
გახარებულმა ფოდენმა „სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას გოლი ემოციურად მიულოცა. კატალონიელი მწვრთნელი ხომ ერთი ხნის წინ ამბობდა, ერთადერთი წარმატება, რომელიც დამარცხებულის სახელს ამარიდებს, ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნებაო.
ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი” „პარი სენ ჟერმენს” ხვდება. პირველი თამაში 27 აპრილს პარიზშია, ხოლო საპასუხო, 4 მაისს, მანჩესტერში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
