ინგლისმა ნორვეგიას 2:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინას შეხვდება. ინგლისელთა ორი გოლის ავტორმა ჯუდ ბელინგმმა კი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მწვრთნელს თომას ტუხელს თავისი გუნდის თამაში არ მოსწონებია. ITV-ს ჟურნალისტთან გაბრიელ კლარკთან ლაპარაკისას „რეალის“ ვარსკვლავმა ჯერ გაოცებული გამომეტყველება მიიღო, შემდეგ კი თქვა: „კეთილი, როგორც არის“. საფინალო სასტვენის შემდეგ, სანამ ინგლისელი ფეხბურთელები...
ჭდე: ჯუდ ბელინგემი
ტრავმას ჩაბის აბრალებენ
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი,...
იან რაიტი: ბელინგემის პრობლემა მისი კანის ფერია
„რეალის’’ ინგლისელი ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი ალბანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში შეცვალეს, რის გამოც განაწყენდა. ინგლისელთა გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, რომელმაც წლის დასაწყისში ბელინგემს ბოდიში მოუხადა რადგან მოედანზე მის ქცევას საზიზღარი უწოდა, ახლა თქვა, რომ ფეხბურთელის რეაქციას შეისწავლის. ბელინგემი ევრო 2024-ზე „სამი ლომის’’ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს....
ბელინგემის ნაიარევი მხარი
ინგლისის ნაკრებისა და „რეალის’’ ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა სამი კვირის წინ ლონდონში ოპერაცია გაიკეთა, გუშინ კი ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, რომელიც მსოფლიოს მოედო. მიზეზი: დიდი ნაიარევი მარცხენა მხარზე. ფოტოს წარწერით ბელინგემი ექიმებს უხდის მადლობას. ის წერს: „დიდი მადლობა ენდრიუ უოლასს და სუსან ალექსანდერს, აგრეთვე Fortius Clinic-ის მთელ გუნდს ოპერაციისა და მასპინძლობისთვის. მადლობა ივან ორტეგასა და დოქტორ ლეიესს...
ჯობი ჯუდის გზაზე
ჯობ ბელინგემმა ყოველთვის იცოდა, რომ უფროს ძმას ჯუდს აუცილებლად შეადარებდნენ, განსაკუთრებით, როდესაც „დორტმუნდის’’ მაისურით პირველ გოლს გაიტანდა. ჯუდმა „დორტმუნდში’’ თავისი პირველი გოლი ოთხი წლის, ცხრა თვის და ერთი კვირის წინ გერმანიის თასზე „დუისბურგის’’ კარში შეაგდო. ეს იყო მისი პირველი თამაში „შავ-ყვითლების’’ შემადგენლობაში ― 5:0. 19 წლის ჯობს კი „დორტმუნდში’’ დებიუტმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში სამხრეთ აფრიკული „მამელოდი...
როდრი, ბონმატი და სხვები
პარიზში, შატლის თეატრში, France Football-ის ორგანიზებით, 2023-2024 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და პრემიერლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, როდრი გახდა. ესპანელმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს – დანი კარვახალს, ჯუდ ბელინგემსა და ვინისიუსს აჯობა; საუკეთესო ფეხბურთელ ქალად კი, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“...
… ჩემგან კი საკადრისი მიიღო
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი ფეხბურთელების, ჯუდ ბელინგემისა და ვინისიუსის ამბავი უამბო ჟურნალისტებს.. „გუშინ ბელინგემზე გაბრაზებული ვიყავი. დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, ვინისიუსს ვთხოვე დაერეკვა – ჯუდმა მაშინვე აიღო ტელეფონი. როდესაც მან უპასუხა, ცოტა დაველოდე, ვინის ყურმილი გამოვართვი და ჯუდს დაველაპარაკე. მან რა მიპასუხა აღარ მოვყვები, ჩემგან კი საკადრისი მიიღო. ამ ეტაპზე ჩვენს შორის გაუგებრობა...
ბელინგემის ევროემოცია 2024
ბერლინში ევრო 2024-ის ფინალის დასრულების შემდეგ დამარცხებული ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა წყლის გამაგრილებელ კონტეინერს წიხლი ჩასცხო. „რეალის” ვარსკვლავისთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუების დღე: ინგლისელებმა ევრო 2021-ის ფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხებიდან სამ წელიწადში კვლავ ფინალი წააგეს. ამჯერად ესპანეთთან – 1:2. ბელინგემი წაგებას დაჩვეული არ არის. ბოლო პერიოდში მას ძალიან ხშირად ასახელებდნენ ინგლისელებისა და მადრიდელების გმირად,...
სკანდალური მსაჯი ევრო 2024-ის ნახევარფინალში
2005 წელს ფელიქს ცვაიერი მეორე ბუნდესლიგის მსაჯი იყო, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე მოუხდა წარდგომა. მან და კიდევ ოთხმა არბიტრმა კოლეგა რობერტ ჰოიზერი ამხილეს. ჰოიზერს, რომელიც დააპატიმრეს და მსაჯობა სამუდამოდ აუკრძალეს, ბერლინში მოქმედ ხორვატულ სინდიკატთან ჰქონდა კავშირი. სამართალდამცველებთან თანამშრომლობის მიუხედავად ცვაიერი თავადაც დასაჯეს. დადგინდა, რომ მან ჰოიზერისგან ქრთამი აიღო, 300 ევრო. ამ თანხის საფასურად ვუპერტალერის „ბორუსიასა” და ბერლინის...
ჯუდს ხუთნიშნას გადაახდევინებენ
ინგლისის ნაკრების მხსნელი ჯუდ ბელინგემი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, ჯარიმა აკმარეს. მას ელ კლასიკომ უშველა. გაირკვა, რომ აპრილში, „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში „ოქროს ბურთის” კანდიდატს გოლი ისევე აღუნიშნავს, როგორც ევრო 2024-ზე სლოვაკეთთან თამაშის დროს აღნიშნა. დაასკვნეს, რომ ბელინგემს სლოვაკების შეურაცხყოფა გულში არც გაუვლია, რასაც დაემატა ის გარემოება, რომ სლოვაკეთის დელეგაციას უეფაში არ უჩივლია და როგორც გერმანული „ბილდი”...









