ინგლისის ნაკრებისა და „რეალის’’ ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა სამი კვირის წინ ლონდონში ოპერაცია გაიკეთა, გუშინ კი ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, რომელიც მსოფლიოს მოედო. მიზეზი: დიდი ნაიარევი მარცხენა მხარზე. ფოტოს წარწერით ბელინგემი ექიმებს უხდის მადლობას. ის წერს: „დიდი მადლობა ენდრიუ უოლასს და სუსან ალექსანდერს, აგრეთვე Fortius Clinic-ის მთელ გუნდს ოპერაციისა და მასპინძლობისთვის. მადლობა ივან ორტეგასა და დოქტორ ლეიესს მხარდაჭერის გამოსახატავად ლონდონში ჩამოსვლისთვის. და ბოლოს, მადლობა ყველას ვინც მამხნევებდა და გულთბილ მესიჯებს მიგზავნიდა. რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია. მალე შევხვდებით’’.
ბელინგემი 2023 წლიდან ტკივილითა და გადახვეული მხრით თამაშობდა, საბოლოოდ კი ოპერაცია გადაწყვიტა. ბოლო ცნობების თანახმად ინგლისელი ვარსკვლავი 10-12 ტურს გამოტოვებს და საქმეში სადღაც ოქტომბერში ჩაერთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას გაუცდება „რეალის’’ სეზონის სტარტი და ნაკრების შესარჩევი შეხვედრები ანდორასა და სერბიასთან.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
