დაიწყო აგვისტო. ფეხბურთელებს კლუბების გამოსაცვლელად რამდენიმე კვირაღა დარჩათ. „სენტ ეტიენს’’ სხვაგან გადასვლის მსურველი ორი ჰყავს: ლუკა სტასენი და ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ კლუბს ლიგა 1-ში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი და ამისათვის ქართველიც სჭირდება და ბელგიელიც.
დავითაშვილის ყიდვა რამდენიმე კლუბს უნდა. foot01-ის ინფორმაციით ესენია: „ევერტონი’’, „მიონხენგლადბახი’’, „სევილია’’ და „სტრასბურგი’’, მაგრამ არის კიდევ ერთი გუნდი, გასულ სეზონში მე-12 ადგილზე გასული „რენი’’, რომელსაც მისი წაყვანა სხვებზე მეტად სურს და თუ შესაძლებლობა მიეცემა საქმეს მთელი ძალით ჩაებღაუჭება.
Foot Mercato წერს, რომ „ბორდოს’’ ყოფილი მოთამაშის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება. წერენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში „კალიარისა’’ და „პარიზთან’’ არ გავიდა მოედანზე, ასეთი დამოკიდებულება კი „სენტ ეტიენს’’ ხელს არ აძლევს.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე „მწვანეები’’ მზად არიან დავითაშვილს შეელიონ თუ რომელიმე კლუბი მასში 15-20 მილიონ ევროს გადაიხდის, მაგრამ აქ საქმეში იტალიური პრესა ჩაერია და დაწერა, რომ ეს დიდი თანხაა, რომელმაც მაგალითად „ბოლონია’’ დააფრთხო. თუ „სტეფანუა’’ მადას დაიოკებს, „რენი’’ მას კონკრეტული წინადადებით მიმართავს და შეიძენს მოთამაშეს, რომელიც ბრეტანელთა ხელმძღვანელობის აზრით მათ თავდასხმას გააძლიერებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
