„ლიონმა’’ პრე-სეზონზე პირველი შეხვედრა წააგო. ეს მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ მოხდა, სადაც „ბაიერნი’’ მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და საბოლოოდ 2:1 მოიგო. ფრანგული საიტი foot01 წერს, რომ „გონებს’’ წაგების მიუხედავად ყურების ჩამოყრის საბაბი არ აქვთ. მიზეზი: ისინი ახალგაზრდული შემადგენლობით ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დაუდგნენ.
და კიდევ ერთი: ფრანგული პორტალის აზრით „ბაიერნის’’ გამარჯვება მსაჯის შეცდომებმაც განაპირობა. პირველი გოლის დროს მან მასპინძლების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, არადა მანამდე გერმანული გუნდის ფეხბურთელი ლუის დიასი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. მეორე გოლის წინ კი ბავარიელები ჟორჟ მიქაუტაძეზე დაჯარიმდნენ, მაგრამ მსაჯმა კვლავ მათი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
მინხენელთაგან ორივე გოლი ფრანგმა მაიკლ ოლისემ გაიტანა, ხოლო რონისპირელთაგან დაბადებით ვენესუელელმა და პასპორტით ინგლისელმა ალეხანდრო გომესმა შეაგდო.
სოციალურ ქსელებში მრავლად დაიწერა კომენტარები რომელთა შინაარსიც ასეთი გახლდათ: მსაჯი მიკერძოებული იყო, თორემ ობიექტურად „ლიონმა’’ 1:0 მოიგოო.
„ვწყნარდები, როდესაც ვხედავ, რომ უცხოელი მსაჯები ჩვენი მსაჯების მსგავდად საზიზღრები არიან’’, – დაწერა მავანმა ფრანგმა გულშემატკივარმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
