მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი ფეხბურთელების, ჯუდ ბელინგემისა და ვინისიუსის ამბავი უამბო ჟურნალისტებს..
„გუშინ ბელინგემზე გაბრაზებული ვიყავი. დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, ვინისიუსს ვთხოვე დაერეკვა – ჯუდმა მაშინვე აიღო ტელეფონი. როდესაც მან უპასუხა, ცოტა დაველოდე, ვინის ყურმილი გამოვართვი და ჯუდს დაველაპარაკე. მან რა მიპასუხა აღარ მოვყვები, ჩემგან კი საკადრისი მიიღო. ამ ეტაპზე ჩვენს შორის გაუგებრობა აღარ არის“, – თქვა გაკვირვებულმა ანჩელოტიმ, რომლის ამ სიტყვებითაც წამში აჭრელდა სოციალური ქსელი.
ბელინგემი მადრიდის რეალში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე ინგლისელი ნახევარმცველი დორტმუნდის ბორუსიის ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან ჯამში 43 მატჩში 23 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ევრო 2024-ზე ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში შვიდივე მატჩი ითამაშა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
