ჭდე: ჯუდ ბელინგემი

Home ჯუდ ბელინგემი
მოდი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვაცადოთ
ჩანაწერი

მოდი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვაცადოთ

ბოლო წლებში ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ბარე ორის გამოჩენას არ მოჰყოლია ისეთი ხმაური და მოლოდინი, როგორიც ჯუდ ბილინგემის გამოჩენას მოჰყვა. ის 18 წლისაა, მაგრამ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ. „დორტმუნდში“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა; გარეთ საუთგეიტმა ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი ანდო. ბილინგემი ბირმინგემთან ახლოს, სტაურბრიჯში დაიბადა. გასულ კვირას მას Goal’s 2022 NXGN ჯილდო გადასცეს — მსოფლიოს 50 თინეიჯერი ფეხბურთელის სიას...

კლოპი ბილინგემს უტრიალებს
ჩანაწერი

კლოპი ბილინგემს უტრიალებს

„ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ „დორტმუნდის“ ჭაბუკი ინგლისელი ნახევარმცევლი ჯუდ ბილინგემი მალე მსოფლიოს საუკეთესო შუახაზელი გახდება, ამიტომ ძალიან უნდა მისი „ენფილდზე“ გადაბირება. პრობლემა შესაძლოა ის იყოს, რომ 18 წლის ჯუდის ფასი ყოველდღიურად იზრდება და მალე ალბათ 100 მილიონ ევროსაც გასცდება. თანაც, როგორც ჩანს, ბილინგემი ამ ზაფხულს გერმანიის დატოვებას არ აპირებს. მან გუნდის თავკაც მარკო...

პედრის ხვედრი
ჩანაწერი

პედრის ხვედრი

Golden Boy 2021 ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ 18 წლის ნახევარმცველ პედრი გახდა. გამარჯვებულს კონტინენტის ყველაზე ცნობილი 20 გამოცემისგან შემდგარი ჟიურის უმეტესობამ დაუჭირა მხარი – 318 ხმა. პედრის გამარჯვება შთამბეჭდავი გახადა კონკურენტებთან სხვაობამაც – მეორე ადგილოსან ჯუდ ბილინგემს 119 ქულით გაასწრო. „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველმა 199 ხმა მიიღო. გამოკითხვას იტალიური გამოცემა tuttosport ატარებს, რომელსაც თავდაპირველად სიაში...

ინგლისელების ჭირვეული სამეული
ჩანაწერი

ინგლისელების ჭირვეული სამეული

გარეთ საუთგეიტმა მოყვა, რომ სამი ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრებში თამაშისგან თავს იკავებს. ერთ-ერთი მათგანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი, რომელმაც სექტემბერში მწვრთნელს შვიდი(!) თამაშიდან განთავისუფლება სთხოვა. ოქტომბერში, „დორტმუნდში“ მოთამაშე ჯუდ ბილინგემმაც ითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებიდან გაშვება, თუმცა დღეს ის შეკრებაზეა. ბილინგემი 18 წლისაა. „ჩელსის“ 20 წლის ფრთის მოთამაშე კალუმ-ჰადსონ ოდოი კი ამ...

თავქარიანი ჯეკი
ჩანაწერი

თავქარიანი ჯეკი

ინგლისელ ფანებს ჯეკ გრილიში გამორჩევით უყვართ, მაგრამ რატომ? ერთი შეხედვით ის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი არ არის, ევრო 2020-ზე ჩეხეთთან სასტარტოში იყო, მაგრამ შოტლანდიასთან და გერმანიასთან საქმეში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩართეს.  ეტყობა, ფანები გრძნობენ, რომ „ასტონ ვილას” 25 წლის შემტევი ნახევარმცველი მენტალურად ერთ-ერთი მათგანია და მთელი საიდუმლოც ესაა. თავად ასე ამბობს: „დაუჯერებელი რაღაც ხდება. „ასტონ ვილას”...

ფილ ფოდენმა ნახევარფინალს ბეჭედი დაასვა
ჩანაწერი

ფილ ფოდენმა ნახევარფინალს ბეჭედი დაასვა

20 წლის ფილ ფოდენმა 75-ე წუთზე ტყვიასავით გაისროლა და „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ბეჭედი დაასვა. „დორტმუნდთან” „ქალაქელებს” პირველი შეხვედრა „ეტიჰედზე” 2:1 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კი შიში ჭამეს — სტადიონზე, რომელსაც სპონსორის გამო „სიგნალ იდუნა პარკი” ჰქვია, თორემ ისე „ვესტფალენშტადიონია”, 17 წლის ინგლისელმა ჯუდ ბილინგემმა შესანიშნავი გოლი გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში ისეთი ანგარიში...

კი მაგრამ, კვარაცხელია?
ჩანაწერი

კი მაგრამ, კვარაცხელია?

ინგლისურმა „სანმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ვუნდერკინდები „მომავალი ნეიმარით” დაწყებული, „მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნე გაბრიელ ვერონითა და ინგლისის იმედით, ჯუდ ბილინგემით დამთავრებული”. თავშივე ვიტყვით, ჩვენი აზრით ტაბლოიდი შეცდა, როდესაც თერთმეტ ამომავალ ვარსკვლავს შორის ხვიჩა კვარაცხელია არ დაასახელა. თავად განსაჯეთ, ჩამონათვალში, სადაც „სანის” აზრით არიან ის ჭაბუკები, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ და ზოგი მათგანი ადრე...

ბილინგემი – დორტმუნდში გასაზრდელი ინგლისელი სუპერვარსკვლავი
ჩანაწერი

ბილინგემი – დორტმუნდში გასაზრდელი ინგლისელი სუპერვარსკვლავი

„დორტმუნდის” ფანები 19 წლის ჯეიდონ სანჩოს ერთ წელიწადზე მეტხანს შეჰხაროდნენ. იანვრიდან გამოჩნდა ახალი სათაყვანებელი ყმაწვილი, ასევე 19 წლის ერლინგ ჰაალანდი. ახლა კი დაირხა ხმა, რომ „სიგნალ იდუნა პარკზე”, რომელსაც ნათლობის სახელი „ვესტფალენშტადიონი” ჰქვია, შეიძლება ახალმა მეგავარსკვლავმა გააგოროს ბურთი. ლაპარაკია 16 წლის ჯუდ ბილინგემზე (სრული სახელია, ჯუდ ვიქტორ ვილიამ ბილინგემი), რომელიც ინგლისური ფეხბურთის მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში, „ბირმინგემ...