„ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ „დორტმუნდის“ ჭაბუკი ინგლისელი ნახევარმცევლი ჯუდ ბილინგემი მალე მსოფლიოს საუკეთესო შუახაზელი გახდება, ამიტომ ძალიან უნდა მისი „ენფილდზე“ გადაბირება.
პრობლემა შესაძლოა ის იყოს, რომ 18 წლის ჯუდის ფასი ყოველდღიურად იზრდება და მალე ალბათ 100 მილიონ ევროსაც გასცდება. თანაც, როგორც ჩანს, ბილინგემი ამ ზაფხულს გერმანიის დატოვებას არ აპირებს. მან გუნდის თავკაც მარკო როზეს უკვე უთხრა, რომ ერთი სეზონით კიდევ აპირებს დარჩენას.
ეს შეიძლება ბევრ მის თანაგუნდელს არც გაუხარდა, რადგან ასაკის მიუხედავად, ჯუდი უკვე გასახდელის ლიდერად გადაიქცა, უფროს თანაგუნდელებს ჭკუას ასწავლის და ხშირად არცთუ მისაღები ფორმით.
ისე კი ამბობენ, ანჩხლი ბიჭია, მაგრამ სამართლიანი. ტყუილად არავის აუხირდებაო.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
