„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ტიტულისთვის რბოლის შესახებ ისაუბრა. „თუ ინგლისის ჩემპიონატის ექსპერტი გჭირდებათ, ალბათ მე არ უნდა მკითხოთ, რადგან უფრო ხშირად სეზონს მეორე ადგილზე ვასრულებდით. არ ვნერვიულობ, რომ „სიტის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ყოველთვის ველით, რომ ისინი ყველა თამაშს მოიგებენ. ჩვენ არც კი გვჭირდება ყურება, თუ როგორ თამაშობენ ისინი”, –...
ჭდე: კლოპი
უეფას საუკეთესოები
სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ეს პრიზი 2011 წლიდან არსებობს. თავიდან ექვს კანდიდატს უეფას ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი არჩევს. შემდეგ სია სამ კანდიდატამდე თხელდება. აქ უკვე საქმეში ერთვებიან მწვრთნელები, რომლებიც ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენციის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თავკაცობდენ. ასევე გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55...
მანე: პირველი მეორედ !
აფრიკაში ორგზის ზეობის შემდეგ მო სალაჰი სადიო მანემ ჩაანაცვლა – წლეულს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სწორედ „ბაიერნის“ ახალწვეულმა თავდამსხმელმა ირგუნა. ესეც, ასე: მანე-სალაჰი 3:0… და რას ნიშნავს 3:0? საქმე ისაა, რომ მანემ ამ სეზონში მესამედ აჯობა სალაჰს. პირველად მანეს სენეგალმა სალაჰის ეგვიპტეს აფრიკის თასის ფინალში სძლია, მეორედ კი სენეგალმა ეგვიპტეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში დაამარცხა...
კლოპი ბილინგემს უტრიალებს
„ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ „დორტმუნდის“ ჭაბუკი ინგლისელი ნახევარმცევლი ჯუდ ბილინგემი მალე მსოფლიოს საუკეთესო შუახაზელი გახდება, ამიტომ ძალიან უნდა მისი „ენფილდზე“ გადაბირება. პრობლემა შესაძლოა ის იყოს, რომ 18 წლის ჯუდის ფასი ყოველდღიურად იზრდება და მალე ალბათ 100 მილიონ ევროსაც გასცდება. თანაც, როგორც ჩანს, ბილინგემი ამ ზაფხულს გერმანიის დატოვებას არ აპირებს. მან გუნდის თავკაც მარკო...
COVID 19: მესიც, კლოპიც
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ლეო მესის დაუდგინდა… ამის შესახებ პსჟ-მ გამოაცხადა თავის საიტზე. მესის გარდა, პსჟ-ის კიდევ სამი ფეხბურთელია დავირუსებული – სერხიო რიკო, ხუან ბერნატი და ნათან ბითუმაზალი. არგენტინელს ლიონთან 9 იანვრის მატჩი გაუცდება. COVID-19 აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ იურგენ კლოპსაც. გერმანელ სპეციალისტს ისედაც მძიმე პერიოდი ელის – ტრავმები და ვირუსი ხომ არ...
მბაპეს არანორმალური ფასი
„ლივერპული“ არანორმალურ შეთავაზებას გაუკეთებს „პარი სენ-ჟერმენს“ – სადიო მანე და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი კილიამ მბაპეს სანაცვლოდ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. რა არის არანორმალური? ის, რომ თავად მანე 150 მილიონი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ამ თანხის გადასახდელად მზად მადრიდის „რეალი“ და ზემოთ ნახსენები პსჟ არიან. ამ გაცვლას საფუძვლად ისიც უდევს, რომ მანე „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას...
ჯორჯ კლუნი მალაგას ყიდულობს
მრავალჭირგადახდილი „მალაგა“ ალბათ მესაკუთრეს შეიცვლის. კლუბის შეძენის სურვილი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მჭიდრო კავშირშია მსახიობ და პროდიუსერ ჯორჯ კლუნისთან. ამჟამად კლუბის მეპატრონე შეიხი ალ-ტანია, რომელმაც კლუბი 2010 წელს სასაცილო 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ორი წლის თავზე კლუბი ლა ლიგაში მეოთხე იყო, ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალამდე მივიდა და იურგენ კლოპის „დორტმუნდთან“ დიდწილად მსაჯების შეცდომების გამო დამარცხდა. მერე...
ლივერპულმა სასწრაფოდ უნდა წააგოს
პრემიერლიგაში ინტრიგა მოკლეს. იურგენ კლოპმა და ალბათ ისტორიაში ყველაზე დაბალასებულმა „ლივერპულმა“ ყველა მეტოქეს სკალპი ახადა და ახლა სტატისტიკასღა ებრძვის. სხვა რა დავარქვათ იმას, რაც ხდება? 16-ქულიანი ჰანდიკაპი „სიტისთან” და ერთი მატჩიც თადარიგში, 23 ტურში მოპოვებული 22 გამარჯვება და ერთადერთი ფრე… მერე? შეძლებს კლოპის გუნდი სეზონის 101 ქულით ჩამთავრებას და „სიტის“ 100-ქულიანი შედეგის გაუმჯობესებას? შეძლებს „ლივერპული“...
ტაკუმი ენფილდზე
ტაკუმი მინამინო „ლივერპულში“ ჩავიდა და დღეს „ენფილდზე“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვარაუდობენ, რომ „ზალცბურგის“ 24 წლის იაპონელი ვარსკვლავი მერსისაიდულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ლივერპული“ კი „ზალცბურგს“ 7,25 მილიონ გირვანქას გადაუხდის. მოლაპარაკებები უკვე დამთავრებულია, მხოლოდ წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი. მინამინო კლოპს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს მოსვლია თვალში. ვერცხლისწყალივით მოძრავი, სწრაფი და დაუღალავი აზიელი, ალბათ, კარგად მოერგება...
ბედნიერი
სტამბოლში სამსაათნახევრის დაგვიანებით ჩავედით. მიზეზი არ დაილია, ჯერ იყო და მავანმა, ერთ-ერთი ბოლო მოდელის „მერსედესიანმა“ თურქმა, ნახალოვკურად ჩაუჭრა სავალი გზა ჩვენს ავტობუსს და ამას ისეთი გაწევ-გამოწევა მოჰყვა, ჟანდარმთა ჩარევა გახდა საჭირო. მერე კი საბურავი გაუსკდა, ამას სტამბოლური საცობებიც დაერთო და ბეშიქთაშის Vodafone Arena-დან ორ კილომეტრში მდებარე სააკრედიტაციო ცენტრიდან ვიდრე სტადიონზე მივედი, ფრენკ ლამპარდის პრესკონფერენცია დასრულებული...









