COVID 19: მესიც, კლოპიც

Home კატეგორიის გარეშე COVID 19: მესიც, კლოპიც
COVID 19: მესიც, კლოპიც

Jürgen Klopp elige a Messi por encima de Cristiano Ronaldoმსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ლეო მესის დაუდგინდა…

ამის შესახებ პსჟ-მ გამოაცხადა თავის საიტზე.

მესის გარდა, პსჟ-ის კიდევ სამი ფეხბურთელია დავირუსებული – სერხიო რიკო, ხუან ბერნატი და ნათან ბითუმაზალი.

არგენტინელს ლიონთან 9 იანვრის მატჩი გაუცდება.

COVID-19 აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ იურგენ კლოპსაც. გერმანელ სპეციალისტს ისედაც მძიმე პერიოდი ელის – ტრავმები და ვირუსი ხომ არ ეყოფოდა, ახლა სამი ფეხბურთელი აფრიკის თასზე მიდის. თან რა ფეხბურთელები: მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, ნაბი კეიტა.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ