ჭდე: მანე

Home მანე
ბაიერნში ბოდიშს ელოდებიან
ჩანაწერი

ბაიერნში ბოდიშს ელოდებიან

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ სადიო მანეს ინციდენტზე რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. კლუბი ფეხბურთელის დასჯის სამ ძირითად ვარიანტს განიხილავს: ჯარიმა, დროებითი დისკვალიფიკაცია და ფეხბურთელთან დაშორება. თავად მანე დღეს, 13 აპრილს, უკვე მივიდა მიუნხენის საწვრთნელ ცენტრში. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი კარგ ხასიათზე იყო და გაიღიმა. „ბაიერნი“ ელოდება, რომ მანე გუნდს დღეს ბოდიშს მოუხდის. შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური...

უეფას საუკეთესოები
ჩანაწერი

უეფას საუკეთესოები

სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ეს პრიზი 2011 წლიდან არსებობს. თავიდან ექვს კანდიდატს უეფას ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი არჩევს. შემდეგ სია სამ კანდიდატამდე თხელდება. აქ უკვე საქმეში ერთვებიან მწვრთნელები, რომლებიც  ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენციის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თავკაცობდენ. ასევე გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55...

მანე: პირველი მეორედ !
ჩანაწერი

მანე: პირველი მეორედ !

აფრიკაში ორგზის ზეობის შემდეგ მო სალაჰი სადიო მანემ ჩაანაცვლა – წლეულს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სწორედ „ბაიერნის“ ახალწვეულმა თავდამსხმელმა ირგუნა. ესეც, ასე: მანე-სალაჰი 3:0… და რას ნიშნავს 3:0? საქმე ისაა, რომ მანემ ამ სეზონში მესამედ აჯობა სალაჰს. პირველად მანეს სენეგალმა სალაჰის ეგვიპტეს აფრიკის თასის ფინალში სძლია, მეორედ კი სენეგალმა ეგვიპტეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში დაამარცხა...

მანეს ახალი სახლი
ჩანაწერი

მანეს ახალი სახლი

სადიო მანე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბავარიელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. „როცა აგენტმა ბაიერნის ჩემს მიმართ ინტერესზე მითხრა, ძალიან ავღელდი. მაშინვე დავინახე საკუთარი თავი იქ. „ბაიერნი“ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძვის“, – თქვა სადიო მანემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. აქამდე დაიწერა, რომ სენეგალელში „რეკორდმაისტერი“ 32 მილიონ ევროს...

ხალხოსანი
ჩანაწერი

ხალხოსანი

სადიო მანემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხოსანია. მოცალეობისას სენეგალში, მშობლიურ ქალაქ ბამბალიში ჩავიდა და მოყვარულებთან ერთად წვიმისგან გალუმპულ ტალახიან სტადიონზე ითამაშა. „ლივერპულის“ ვარსკვლავთან ერთად მატჩში „ბლექბრენისა“ და „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ელ ჰაჯი დიუფი, „ნიუკასლის“ პაპის სისე, ასევე სენეგალის ნაკრების პარტნიორები მბაიე დიანე და დესირ სეგბაც მონაწილეობდნენ. „დავბრუნდით წიაღში. გალა-მატჩში ბამბალის მოედანზე, სადაც ყველაფერი იწყებოდა. დიდი...

მანე საუკეთესოა!
ჩანაწერი

მანე საუკეთესოა!

„ლივერპულისა“ და სენეგალის ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი სადიო მანე ახლახანდამთავრებული აფრიკის ერთა თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მანემ ტურნირის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. სამი ბურთი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი მიითვალა. რაც მთავარია, ის გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი იყო. ეგვიპტესთან ფინალურ შეხვედრაში მანემ მე-7 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა შემდეგ „დანაშაული“ ორმაგად გამოისყიდა, როცა მატჩისშემდგომ თერთმეტრიანების სერიისას,...

COVID 19: მესიც, კლოპიც
ჩანაწერი

COVID 19: მესიც, კლოპიც

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ლეო მესის დაუდგინდა… ამის შესახებ პსჟ-მ გამოაცხადა თავის საიტზე. მესის გარდა, პსჟ-ის კიდევ სამი ფეხბურთელია დავირუსებული – სერხიო რიკო, ხუან ბერნატი და ნათან ბითუმაზალი. არგენტინელს ლიონთან 9 იანვრის მატჩი გაუცდება. COVID-19 აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ იურგენ კლოპსაც. გერმანელ სპეციალისტს ისედაც მძიმე პერიოდი ელის – ტრავმები და ვირუსი ხომ არ...

რა ელის ლივერპულს?
ჩანაწერი

რა ელის ლივერპულს?

„ლივერპულმა“, არცთუ უძლიერესი შემადგენლობით, წუხელ „კარაბაოს თასზე“ „ლესტერი“ პენალტების სერიაში კი დაამარცხა, მაგრამ მალე ცუდი დრო დაუდგება და უნდა ვივარაუდოთ, რომ შედეგებიც გაუუარესდება. აფრიკის თასი უნდა ჩატარდეს 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე, ასე დაამტკიცა ფიფამ და აფრიკის საფეხბურთო კონფერედარციამ და ახლა წარმოიდგინეთ: იურგენ კლოპს გამოაკლდებიან მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა… კლოპი ჯერ ისედაც ჩიოდა,...

რეალში დირექტორი ლივერპულიდან მიდის
ჩანაწერი

რეალში დირექტორი ლივერპულიდან მიდის

„ლივერპულმა“ დაადასტურა, რომ კლუბის სპორტული დიექტორი, 42 წლის მაიკლ ედვორდსი „ენფილდს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ამ ამბავმა კი ფრიად კმაყოფილი დატოვა „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. „რეალში“ შემდეგი სეზონისთვის გასაძლიერებლად დიდი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ და რა თქმა უნდა, ესპანელთა სატრანსფერო გეგმაში „ლივერპულის“ ვარსკვლავები არიან, მათ გადასაბირებლად კი ედვორდსი მისწრებაა. მადრიდელების სამიზნე უკვე დიდი ხანია მოჰამედ სალაჰია, თუმც...

მანე დროგბას და სალაჰს დაედევნა
ჩანაწერი

მანე დროგბას და სალაჰს დაედევნა

სანაკრებო პაუზიდან და საკარანტინე ზომებიდან გამომდინარე, ინგლისურმა „ლივერპულმა“ ალისონი და ფაბინიო კი მოისაკლისა, მაგრამ ამას „უოტფორდის“ 5:0 დამცირებაში ხელი არ შეუშლია. ლივერპულელები სწრაფი გოლით სადიო მანემ დააწინაურა, ვინაც მოჰამედ სალაჰის პასი შეირგო. ეს გოლი სენეგალელისთვის პრემიერლიგაში მე-100 იყო. ამაზე მეტი აფრიკელთაგან მხოლოდ დიდიე დროგბასა და მოჰამედ სალაჰს აქვთ გატანილი – 104. თუ მანემ ტემპი შეინარჩუნა,...