„ლივერპულისა“ და სენეგალის ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი სადიო მანე ახლახანდამთავრებული აფრიკის ერთა თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მანემ ტურნირის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. სამი ბურთი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი მიითვალა. რაც მთავარია, ის გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი იყო.
ეგვიპტესთან ფინალურ შეხვედრაში მანემ მე-7 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა შემდეგ „დანაშაული“ ორმაგად გამოისყიდა, როცა მატჩისშემდგომ თერთმეტრიანების სერიისას, გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა. სენეგალის ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი.
მანე სენეგალის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და 87 შეხვედრაში 29 ბურთი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
