ჩეფერინი: არ გამოვა, პოპულიზმია

Home აქეთურ-იქითური ჩეფერინი: არ გამოვა, პოპულიზმია
ჩეფერინი: არ გამოვა, პოპულიზმია

Ceferin: Super League 12 can row back on 'huge mistake'უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პოპულისტობა უწოდა მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი არსენ ვენგერი ყველაზე მეტად აქტიურობენ, მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვას უჭერენ მხარს, გარკვეული არგუმენტებიც მოჰყავთ, მაგრამ…

ჩეფერინი: „დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. პოპულისტური პროექტია, რომელიც ფეხბურთს გაანადგურებს. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ საფეხბურთო ასოციაციამ ასე დატვირთოს მოთამაშეები, რომლებიც ისედაც იღლებიან გადატვირთული კალენდრით. მათ ვერცერთ ზაფხულს ვერ მოუწევთ დასვენება.

…არა მგონია, მათ ესმოდეთ, არადა ფანები, ფეხბურთელები, ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციები ღიად გამოხატავენ, რომ ფიფას იდეა არ მოსწონთ. უეფამ და კონმებოლმა უარი განაცხადეს, ჩვენს გარეშე კი მსოფლიო ჩემპიონატი არ გამოვა“.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ