ჭდე: სენეგალი

Home სენეგალი
ფრთხილად, კარი იკეტება !
ჩანაწერი

ფრთხილად, კარი იკეტება !

მსოფლიო ჩემპიონატის A და B ჯგუფებში დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართება და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვევა. ფლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას მხოლოდ მასპინძელი ჩამოშორდა, თორემ სხვებს შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლონ. რა უნდა მოხდეს, რომ ესა თუ ის გუნდი მონდიალზე სათამაშოდ დარჩეს? აბა, ერთად ვნახოთ: A ჯგუფი ეკვადორი – სენეგალი (19:00) ნიდერლანდები – ყატარი (19:00) – ნიდერლანდები...

რა გაეწყობა…
ჩანაწერი

რა გაეწყობა…

სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ, გუნდის ლიდერის, სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა. „უპირველესად სადიოს თანავუგრძნობ. მაგრამ ეროვნული გუნდის მდგომარეობაც მაშფოთებს. ცხადია, მანეს ჯანმრთელობა მთავარია, მაგრამ არ დავმალავ მის მნიშვნელობას ჩვენი გუნდისთვის. მწვრთნელი ხშირად გუნდს მის ლიდერებზე აწყობს. რა გაეწყობა, გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც თავს არ დაზოგავენ და შეუძლიათ გააძლიერონ თამაში. ადრე მათ...

მანე საუკეთესოა!
ჩანაწერი

მანე საუკეთესოა!

„ლივერპულისა“ და სენეგალის ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი სადიო მანე ახლახანდამთავრებული აფრიკის ერთა თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მანემ ტურნირის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. სამი ბურთი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი მიითვალა. რაც მთავარია, ის გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი იყო. ეგვიპტესთან ფინალურ შეხვედრაში მანემ მე-7 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა შემდეგ „დანაშაული“ ორმაგად გამოისყიდა, როცა მატჩისშემდგომ თერთმეტრიანების სერიისას,...

ჩანაწერი

მშვიდობით, პაპა

გახსოვთ პაპა ბუბა დიოპი? როგორ არ გეხსომებათ ეს სენეგალელი გოლიათი, მეტსახელად „გარდერობი“, ვინაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარსკვლავებით გაძეძგილი საფრანგეთი დაასამარა. ფაბიენ ბარტეზის კარში მის მიერ გატანილი გოლით ჩემპიონატი სენსაციურად გაიხსნა. მესამე წრეში დიოპის დუბლით სენეგალმა ურუგვაისთან 3:3 ითამაშა და ჯერ მერვედ, მერე მეოთხედფინალში გავიდა. ეს წარმოუდგენელი მიღწევა დიდწილად დიოპის დამსახურება იყო. მოგვიანებით, პრემიერლიგაში ჭიდილებისას...

მზიანი ღამე
ჩანაწერი

მზიანი ღამე

ბევრი ჩემი კოლეგის თუ უბრალოდ ქართული ფეხბურთის ქომაგის მოსაზრება წავიკითხე. ბუნებრივია, ბელარუსთან მოგება ყველას უხარია, მაგრამ საყვედურიც ბევრი იყო – თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. კარგით, რაა… მივიგეთ! თავად ეს ვიკმარე და თანახმა ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 90-წუთიანი უსახური თამაშით გავიმარჯვოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ბიჭებს, მათ შორის სულ ყმაწვილებსაც, ქართული ფეხბურთის რამდენიმე თაობის წინაშე ვალი დააწვათ...

მანე – ბიჭი ოქროს გულით
ჩანაწერი

მანე – ბიჭი ოქროს გულით

სადიო მანე პირველი სიდიდის ვარსკვლავია მსოფლიო ფეხბურთში და უპირობო ლიდერი სენეგალის ნაკრებში. ექსპერტები პრემიერლიგის წლის საუკეთესოს ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვარსკვლავური იმიჯის შექმნას სულაც არ ცდილობს. „რად მინდა ათი „ფერარი“ ან ბრილიანტებიანი საათების კოლექცია?! რა სიკეთეს მომიტანს ეს ნივთები მე ან ჩემს ახლობლებს?!” – კითხულობს მანე. ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მისსავე ბავშვობაში იმალება. მანე პატარა სენეგალურ...

ბურთი ახტა-დახტა და…
ჩანაწერი

ბურთი ახტა-დახტა და…

ალჟირმა აფრიკის თასი მოიგო. ეგვიპტეში, ფინალურ შეხვედრაში, მან 1:0 მოუგო სენეგალს და ისტორიაში მეორედ (29 წლიანი „შიმშილის” შემდეგ) დაეუფლა კონტინენტის მთავარ სანაკრებო ჯილდოს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბაღდად ბუნეჯამ მე-2 წუთზე გაიტანა. გოლი ერთგვარად ალჟირელთა იღბლის თუ სენეგალელთა უიღბლობის ელემენტს შეიცავდა. იხილეთ ქვემოთ ვიდეო და დაგვეთანხმებით, რომ ისეთი რიკოშეტი, ამ ეპიზოდში რომ მოხდა, ჩვეულებრივ არ ხდება...

მავანთა საყურადღებოდ!
ჩანაწერი

მავანთა საყურადღებოდ!

ამას ვრცელი თხრობა არ სჭირდება: სენეგალელი ფანები, მას მერე რაც მათმა ნაკრებმა პოლონეთს 2:1 მოუგო, ტრიბუნაზე დარჩნენ და თავიანთი დაყრილი ნაგავი აალაგეს! ცნობისთვის: სენეგალელი ფანები არ არიან ერთადერთნი, ვინც რუსეთში სტადიონზე თავისი ნაგავი აალაგა. ასევე მოიქცნენ იაპონელები და კოლუმბიელები.