გახსოვთ პაპა ბუბა დიოპი?როგორ არ გეხსომებათ ეს სენეგალელი გოლიათი, მეტსახელად „გარდერობი“, ვინაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარსკვლავებით გაძეძგილი საფრანგეთი დაასამარა.
ფაბიენ ბარტეზის კარში მის მიერ გატანილი გოლით ჩემპიონატი სენსაციურად გაიხსნა.
მესამე წრეში დიოპის დუბლით სენეგალმა ურუგვაისთან 3:3 ითამაშა და ჯერ მერვედ, მერე მეოთხედფინალში გავიდა.
ეს წარმოუდგენელი მიღწევა დიდწილად დიოპის დამსახურება იყო.
მოგვიანებით, პრემიერლიგაში ჭიდილებისას პოლ სქოულზმა აღიარა, რომ დიოპი საყრდენ ზონაში გაუვალი კედელივით იყო.
გამარჯვებებიც დაუგროვდა: შვეიცარიის ჩემპიონი, ინგლისის თასის მფლობელი, საბერძნეთის თასის მფლობელი…
29 ნოემბერს პაპა ბუბა დიოპი პარიზში 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიაგნოზი: ამიოტროფიული სკლეროზი.
დამენანა…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?