„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ სადიო მანეს ინციდენტზე რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
კლუბი ფეხბურთელის დასჯის სამ ძირითად ვარიანტს განიხილავს: ჯარიმა, დროებითი დისკვალიფიკაცია და ფეხბურთელთან დაშორება. თავად მანე დღეს, 13 აპრილს, უკვე მივიდა მიუნხენის საწვრთნელ ცენტრში. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი კარგ ხასიათზე იყო და გაიღიმა. „ბაიერნი“ ელოდება, რომ მანე გუნდს დღეს ბოდიშს მოუხდის.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (3:0) მანემ თავის თანაგუნდელ ლეროი სანეს სახეში გაარტყა და ტუჩი გაუხეთქა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
