სადიო მანე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს.
30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბავარიელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
„როცა აგენტმა ბაიერნის ჩემს მიმართ ინტერესზე მითხრა, ძალიან ავღელდი. მაშინვე დავინახე საკუთარი თავი იქ. „ბაიერნი“ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძვის“, – თქვა სადიო მანემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
აქამდე დაიწერა, რომ სენეგალელში „რეკორდმაისტერი“ 32 მილიონ ევროს გადაიხდიდა, ბონუსად კი 9 მილიონი იქნებოდა გათვალისწინებული. თავად მანე, ხელფასის სახით, გადასახადებს თუ არ ჩავთვლით, წელიწადში სუფთად 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. „ლივერპულში“ კი 12 ჰქონდა. სადიო მანემ „ლივერპული“ 196 მატჩისა და 90 გატანილი გოლის შემდეგ დატოვა…
აქვე ვთქვათ, რომ „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა საკმაოდ მკვახედ თქვა, „ბარსელონა“ არ მაინტერესებს, რომერტ ლევანდოვსკი ჩვენი ფეხბურთელია და უახლოეს დღეებში მას გუნდის შეკრებაზე ველიო…
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
