უკრაინის საფეხბურთო კავშირის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ქვეყნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა.
კომიტეტის განცხადებაში წერია: „ტიმოშჩუკი უკრაინის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით. არის უკრაინის, გერმანიის, რუსეთის ჩემპიონი, ასევე ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერთასის გამარჯვებული. 2007-09 და 2013-15 წლებში ის რუსული სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა. ხოლო 2017-დან კლუბის სტრუქტურაში მწვრთნელად მუშაობს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, ტიმოშჩუკმა არათუ არცერთი საპროტესტო განცხადება არ გააკეთა, მეტიც, რუსულ კლუბთან თანამშრომლობაც არ შეწყვიტა. ეს იმ ფონზე, როცა მისი ყოფილი კლუბი მიუნხენის „ბაიერნი“ უკრაინის მხარდამჭერ მრავალ აქციას ატარებს.
ტიმოშჩუკი კი დუმილს აგრძელებს და ამით ზიანს აყენებს უკრაინული ფეხბურთის იმიჯს.
ამიტომ, ვთხოვთ ასოციაციის ხელმძღვანელებს:
- ჩამოერთვას ტიმოშჩუკს Pro სამწვრთნელო ლიცენზია, რომელიც მას უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში აიღო.
- საფეხბურთო ასოციაციამ მიმართოს სამთავრობო სტრუქტურებს, ჩამოართვან მას ყველა სამთავრობო ჯილდო და საპატიო წოდება.
- ჩამოერთვას უკრაინის ჩემპიონის, ვერცლხის პრიზიორის, ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელის ტიტულები.
- გაირიცხოს ასოციაციის ეროვნული გუნდის მოთამაშეთა რეესტრიდან.“
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
