უკრაინის საფეხბურთო კავშირის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ქვეყნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა. კომიტეტის განცხადებაში წერია: „ტიმოშჩუკი უკრაინის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით. არის უკრაინის, გერმანიის, რუსეთის ჩემპიონი, ასევე ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერთასის გამარჯვებული. 2007-09 და 2013-15 წლებში ის რუსული სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა. ხოლო...
