ვინ ეტყვის ბარსელონას „არა“-ს?

Home კატეგორიის გარეშე ვინ ეტყვის ბარსელონას „არა“-ს?
ვინ ეტყვის ბარსელონას „არა“-ს?

ერლინგ ჰოლანდი: ზლატანის კარიერული გზა მომწონს და დიდ პატივს ვცემ | Live.geსად გადავა ერლინგ ჰოლანდი? სამი ფავორიტია გამოკვეთილი: „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“ და „ბარსელონა“.

ხან ერთზე წერენ, ხან მეორეზე, ხან მესამეზე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდს ტრავმები მიეძალა.

აი, „ბარსას“ მწვრთნელის, ჩავის კომენტარიც: „ჯერ არ ვიცი ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონასთვის“ ერთქვას „არა“. ფეხბურთელს უნდა გააგებინო, რომ ეს სათავისო კლუბია, საუკეთესოა და შენანიშნავ ქალაქში ითამაშებს. სხვა ვერაფერს დავაკონკრეტებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „ბარსა“ ზაფხულში შემადგენლობას გააძლიერებს“.

არის მეოთხე კანდიდატიც. ესაა „ბაიერნი“, რომელიც ზოგადად შემჩნეულია კონკურენტების დასუსტებაში. მაგრამ გერმანული პრესა წერს, რომ ჰოლანდის მიყვანა B გეგმაა (თუ რობერტ ლევანდოვსკი წავა).

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ