ჭდე: ჯუდ ბელინგემი

Home ჯუდ ბელინგემი
ბელინგემის უნიკალური მიღწევა
ჩანაწერი

ბელინგემის უნიკალური მიღწევა

ევრო 2024-ის მერვედშფინალურ მატჩში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა  სლოვაკეთისას დამატებით დროში 2:1 მოუგო (1:1 – ძირითადი დრო). მატჩის ძირითად დროში ინგლისელებისგან გოლი ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. მან თავი 90+5-ე წუთზე გამოიჩინა, რის წყალობითაც თამაში დამატებით დროში გადავიდა. გოლის მომენტში ტაბლოზე დაფიქსირდა დრო 94:34. ამრიგად, ბელინგემი გახდა ინგლისის ნაკრების ყველაზე გვიანი გოლის ავტორი დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი/ევრო),...

ბელინგემი: ვინ თუ არა მე?!
ჩანაწერი

ბელინგემი: ვინ თუ არა მე?!

ინგლისი სლოვაკეთთან 0:1-ს აგებდა, თამაში მთავრდებოდა, გარეთ საუთგეიტის ამბიციური გუნდი კი გავარდნის პირას იყო, როდესაც „რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა მაკრატელა დარტყმით გაქვითა ანგარიში და მერვედფინალური დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა. „ამას მეტი ვინ იზამდა?!” — იღრიალა ბელინგემმა და მსოფლიო ფეხბურთს მესიჯი გაუგზავნა: მაცადეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. ზოგადად ვარსკვლავს უბრალოდ კარგი ფეხბურთელისგან გადამწყვეტ მომენტში თავის გამოჩენის...

ბოლო 50 წელიწადში საუკეთესო
ჩანაწერი

ბოლო 50 წელიწადში საუკეთესო

„სანმა” მოიბოდიშა. ჩვენ ჯუდ ბელინგემს ძველი თაობის ინგლისელ ვარსკვლავებს, 2004 წლის უეინ რუნისა და 1990 წლის პოლ გასკოინს ვადარებდით, მაგრამ ის ყველაზე მეტიაო. ციტატა: „ჯუდ ბელინგემი აღემატება ყველას, ვისაც ბოლო 50 წელიწადში ნაკრების მაისურა სცმია, ხოლო მათ, ვისაც ბობი ჩარლტონი და სტენლი მეტიუზი ახსოვთ, შეუძლიათ ერთმანეთში ილაპარაკონ. ბელინგემი უფრო მუჰამედ ალის ან ტაიგერ ვუდსს ჰგავს....

თავის კაპიტანს თავგზას უბნევდა
ჩანაწერი

თავის კაპიტანს თავგზას უბნევდა

ჯუდ ბელინგემმა „ბაიერნისა” და „რეალის” შეხვედრის დროს ჰარი კეინის დაბნევა სცადა. მოგეხსენებათ, კეინი და ბელინგემი ინგლისელები არიან, მალე ისინი ერთად გაემგზავრებიან გერმანიაში ევრო 2024-ზე, თუმცა მანამდე მათი გზები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა. „ალიანც არენაზე” „ბაიერნმა” და „რეალმა” 2:2 ითამაშეს. კეინმა მიუნხენელთა მეორე გოლი შეაგდო, პენალტით და ქვემოთ სწორედ ამ ეპიზოდზეა ლაპარაკი. როდესაც მსაჯმა კლემან ტურპენმა...

საოცარი, განსაკუთრებული…
ჩანაწერი

საოცარი, განსაკუთრებული…

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდელთა ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა. „ჯუდი საოცარი, განსაკუთრებული ფეხბურთელია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის „რეალში“ გვყავს. ძალიან კარგია. ვიმედოვნებ ბელინგემი ბევრ ტიტულს მოუტანს გუნდს“, – თქვა ზიდანმა. 20 წლის ბელინგემი მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა მადრიდელების შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 20...

მას მერე, რაც მამარდა ბურთს შეეხო
ჩანაწერი

მას მერე, რაც მამარდა ბურთს შეეხო

რა არ მოხდა „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში. მათ შორის იყო ბოლო წამის ეპიზოდი, როდესაც მადრიდელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მონსანომ ის არ ჩათვალა, რადგან ბრაჰიმ დიასის საგოლე ჩაწოდებამდე და შესაბამისად ჯუდ ბელინგემის თავურამდე თამაში დაამთავრა. არბიტრის გადაწყვეტილებას აყალმაყალი მოჰყვა. მონსანომ ბელინგემს წითელი ბარათიც კი აჩვენა. მიზეზი: ინგლისელმა თავის ენაზე თქვა „its a fucking...

ბელინგემი: მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია
ჩანაწერი

ბელინგემი: მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის სტუმრებმა 3:2 მოიგეს. მადრიდელთა სამი გოლიდან ორიში მონაწილეობა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, 20 წლის ინგლისელმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო. მან ვინისიუსს საგოლე პასი მიაწოდა, თავად კი დრიბლინგით გაიტანა გოლი, რომელმაც შედარებების მოყვარულთ დიეგო მარადონას 1986 წლის შედევრი მოაგონა. „ასეთი შედარება გადაჭარბებულია, — თქვა ნახევარმცველმა, — რაც...

ბელინგემი სამეფოში…
ჩანაწერი

ბელინგემი სამეფოში…

გერმანიის ვიცე-ჩემპიონის „დორტმუნდის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის მადრიდის „რელში“ გადასვლის შესახებ. გარიგება „სამეფო კლუბს“ ბონუსების ჩათვლით 103 მილიონი ევრო დაუჯდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა. ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში 19 წლის ბელინგემმა დორტუნდის შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

ის დიდებულია…
ჩანაწერი

ის დიდებულია…

„ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟურნალისტებს „დორტმუნდის“ ინგლისელი ვარსკვალავის, ჯუდ ბილინგემის შესახებ ესაუბრა. 19 წლის ნახევარცმცველს მერისისაიდულ კლუბს უკავშირებენ. „ბილინგემი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ისე თამაშობს, თითქოს უკვე 28 წლისაა. მისი ნიჭიერების შესახებ ყველამ იცის, თუმცა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივი თამაშით კიდევ უფრო აღგვაფრთოვანა. ცხადია, გვინდა მისი ყიდვა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა ეღირება მონდიალის შემდეგ“. მიმდინარე სეზონის...

ბილინგემის ამბავი
ჩანაწერი

ბილინგემის ამბავი

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ჯუდ ბილინგემი კლუბის ახალი სახე გახდეს. მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მერსისაიდელები მზად არიან „დორტმუნდის“ 19 წლის ნახევარმცველში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, წითლებს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევთ. ევროპული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით ასევე მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებული. „დორტმუნდი“ ჯუდში 150 მილიონს ითხოვს. ბრიტანლი ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ „ლივერპულის“...