ჯუდ ბელინგემი უეფამ შეიძლება ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან მოკვეთოს.
დიდმოხელეები გამოძიებას შეუდგნენ. მათ უნდა შეისწავლონ ჟესტი, რომელიც ინგლისის ნაკრებისა და „რეალის” ფეხბურთელმა გელზენკირხენში, სლოვაკეთთან შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე გოლის გატანის შემდეგ გამოიყენა.
ამ ჟესტისთვის მაშინვე თითქოს არავის მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ის ტელეკამერებმა დააფიქსირა.
მოგვიანებით ბელინგემმა სოციალური მედიის საშუალების განმარტა თავისი საქციელი:
„ეს ჩემი ახლო სამეგობროს ხუმრობაა. ისინი სტადიონზე იყვნენ. სლოვაკეთის გუნდის მიმართ კი პატივისცემის მეტს არაფერს განვიცდი. მათ დღეს შესანიშნავად ითამაშეს”.
ინგლისური პრესა იმედოვნებს, რომ მსგავს შემთხვევებში ფეხბურთელებს დისკვალიფიკაციით კი არ სჯიან, არამედ როგორც წესი აჯარიმებენ.
გაირკვა, რომ მსაჯს და მატჩის დელეგატს ჟესტი თავის პატაკში არ უხსენებია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
