ჭდე: სლოვაკეთის ნაკრები

Home სლოვაკეთის ნაკრები
ლობოტკა ბაქოში დაშავდა
ჩანაწერი

ლობოტკა ბაქოში დაშავდა

სლოვაკეთის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ, რომელიც ნეაპოლური საიტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „პარტენოპეელთა’’ შემადგენლობაში ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია, ბაქოში, ერთა ლიგის C1 ჯგუფის შეხვედრაში სავარაუდოდ თეძო იტკინა. საყრდენმა ნახევარმცველმა, რომლის შეძენით „ბარსელონაა’’ დაინტერესებული მოედანი საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე დატოვა. სლოვაკს უახლოეს დღეებში ნეაპოლში გამოკვლევას ჩაუტარებენ. თავიდან ამბობდნენ, რომ მას მოსახარი გაეჭიმა. „ნეაპოლში ეს...

ჯუდს ხუთნიშნას გადაახდევინებენ
ჩანაწერი

ჯუდს ხუთნიშნას გადაახდევინებენ

ინგლისის ნაკრების მხსნელი ჯუდ ბელინგემი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, ჯარიმა აკმარეს. მას ელ კლასიკომ უშველა. გაირკვა, რომ აპრილში, „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში „ოქროს ბურთის” კანდიდატს გოლი ისევე აღუნიშნავს, როგორც ევრო 2024-ზე სლოვაკეთთან თამაშის დროს აღნიშნა. დაასკვნეს, რომ ბელინგემს სლოვაკების შეურაცხყოფა გულში არც გაუვლია, რასაც დაემატა ის გარემოება, რომ სლოვაკეთის დელეგაციას უეფაში არ უჩივლია და როგორც გერმანული „ბილდი”...

ცუდი ჯუდი
ჩანაწერი

ცუდი ჯუდი

ჯუდ ბელინგემი უეფამ შეიძლება ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან მოკვეთოს. დიდმოხელეები გამოძიებას შეუდგნენ. მათ უნდა შეისწავლონ ჟესტი, რომელიც ინგლისის ნაკრებისა და „რეალის” ფეხბურთელმა გელზენკირხენში, სლოვაკეთთან შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე გოლის გატანის შემდეგ გამოიყენა. ამ ჟესტისთვის მაშინვე თითქოს არავის მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ის ტელეკამერებმა დააფიქსირა. მოგვიანებით ბელინგემმა სოციალური მედიის საშუალების განმარტა თავისი საქციელი: „ეს ჩემი ახლო სამეგობროს...

ბელინგემი: ვინ თუ არა მე?!
ჩანაწერი

ბელინგემი: ვინ თუ არა მე?!

ინგლისი სლოვაკეთთან 0:1-ს აგებდა, თამაში მთავრდებოდა, გარეთ საუთგეიტის ამბიციური გუნდი კი გავარდნის პირას იყო, როდესაც „რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა მაკრატელა დარტყმით გაქვითა ანგარიში და მერვედფინალური დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა. „ამას მეტი ვინ იზამდა?!” — იღრიალა ბელინგემმა და მსოფლიო ფეხბურთს მესიჯი გაუგზავნა: მაცადეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. ზოგადად ვარსკვლავს უბრალოდ კარგი ფეხბურთელისგან გადამწყვეტ მომენტში თავის გამოჩენის...

კალცონა სლოვაკეთში აგებს და ნაპოლიზე ფიქრობს
ჩანაწერი

კალცონა სლოვაკეთში აგებს და ნაპოლიზე ფიქრობს

ფრანჩესკო კალცონას სლოვაკეთის ნაკრებმა შინ, ბრატისლავაში, ავსტრიასთან ამხანაგური შეხვედრა წააგო – 0:2. ანგარიში პირველივე წუთზე „ლაიფციგის” კრისტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა, 82-ე წუთზე კი „ვესტ ბრომვიჩის” ანდრეას ვაიმანმა შეაგდო მეორე გოლი. ეს გახლდათ კალცონას მეოთხე მარცხი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში. „ნაპოლის” მწვრთნელმა სლოვაკეთის ნაკრები 2022 წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდი ევრო 2024-ზე ყოველგვარი ფლეი-ოფის გარეშე, პირდაპირ...

შეიძლება ნაპოლისაც წვრთნიდე და სლოვაკეთსაც?
ჩანაწერი

შეიძლება ნაპოლისაც წვრთნიდე და სლოვაკეთსაც?

იტალიური ფეხბურთი უპრეცედენტო ფაქტის წინაშეა: ფრანჩესკო კალცონა კლუბსაც გაწვრთნის და ნაკრებსაც. ლაპარაკია „ნაპოლისა” და სლოვაკეთის ეროვნულ გუნდზე. გაჩნდა კითხვა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების თანახმად აქვს კი ერთსა და იმავე ადამიანს უფლება ერთდროულად კლუბშიც იმუშაოს და ნაკრებშიც? მეოთხე პარაგრაფის მე-40 პუნქტი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელებსა და მათ მოადგილეებს უფლება არ აქვთ იმავე სეზონში იმუშაონ კლუბებშიც....

ვინ მივა დღეს ნაპოლიში?
ჩანაწერი

ვინ მივა დღეს ნაპოლიში?

ბოლო ცნობები ნეაპოლიდან: „ნაპოლის” მწვრთნელად შესაძლოა დაუყოვნებლივ დაინიშნოს იტალიელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც სკუდეტოს მფლობელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დღეს შეხვდება. შეთანხმების შემთხვევაში კალცონას ასისტენტები იქნებიან მარეკ ჰამშიკი და ფრანჩესკო სინატი — ლუჩანო სპალეტის დროინდელი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. კალცონა 2022 წლის შემდეგ სლოვაკეთის ნაკრებს უდგას სათავეში. ცნობილი გახდა, რომ სლოვაკთა ფეხბურთის ფედერაცია ყაბულსაა მას ხელ-ფეხი გაუხსნას,...

ლობოტკას მამა გარდაეცვალა
ჩანაწერი

ლობოტკას მამა გარდაეცვალა

„ნაპოლისა” და „სლოვაკეთის” ნაკრების ნახევარმცველ სტანისლავ ლობოტკას მამა გარდაეცვალა. ლობოტკა ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფებოდა. სლოვაკთა თავკაცმა, იტალიელმა ფრანჩესკო კალცონამ ფეხბურთელი შეკრებიდან გაათავისუფლა, რათა მძიმე წუთებში ოჯახთან ერთად იყოს. დღეს სლოვაკეთის ნაკრები პორტუგალიას მასპინძლობს.

ლობოტკა: სკუდეტოს დაცვა ძნელი იქნება
ჩანაწერი

ლობოტკა: სკუდეტოს დაცვა ძნელი იქნება

ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩასულმა „ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ საკლუბო ამბებზეც ილაპარაკა. ის შეეხო სკუდეტოს და ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას თემას. „გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით მეტ ზეწოლას განვიცდით. ჩვენგან სკუდეტოს მოგებას არავინ ელოდა, ახლა კი ყველა წარმატების გამეორებას გვთხოვს. სკუდეტოს დაცვა ძნელი საქმეა, მითუფრო, რომ მეტოქეები ძალიან გაძლიერდნენ. ჩვენ ბევრი მუშაობა და ერთად დგომა მოგვიწევს....

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა
ჩანაწერი

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა

მართალია, ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთის გუნდს ევრო 2020-ის E ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში, 5:0 მოუგო და ცხრილში შვედეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ პენალტი კვლავ ვერ გაიტანა. ახლა, „ლა როხას” ზედიზედ ხუთი თერთმეტმეტრიანი აქვს ქარისთვის გატანებული. სლოვაკებთან ალვარო მორატამ ვერ ივარგა. ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, როდესაც მას პენალტი „ნიუკასლის” მეკარემ მარტინ დუბრავკამ აუღო. პენალტების აცილებას...