ინგლისის ნაკრების მხსნელი ჯუდ ბელინგემი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, ჯარიმა აკმარეს. მას ელ კლასიკომ უშველა. გაირკვა, რომ აპრილში, „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში „ოქროს ბურთის” კანდიდატს გოლი ისევე აღუნიშნავს, როგორც ევრო 2024-ზე სლოვაკეთთან თამაშის დროს აღნიშნა. დაასკვნეს, რომ ბელინგემს სლოვაკების შეურაცხყოფა გულში არც გაუვლია, რასაც დაემატა ის გარემოება, რომ სლოვაკეთის დელეგაციას უეფაში არ უჩივლია და როგორც გერმანული „ბილდი” წერს, 21 წლის ნახევარმცველს ხუთნიშნა ჯარიმის გადახდას აკმარებენ.
თავად ბელინგემმა თქვა, რომ ჟესტი, რომელსაც ამხელა ამბავი მოჰყვა, ვიწრო წრის ხუმრობაა, რომელიც საძმაკაცოს გარეთ მნიშვნელობას ჰკარგავს. ფეხბურთელი ამბობს, რომ მისი მეგობრები თამაშს ესწრებოდნენ.
ფეხბურთის ისტორიაში ამგვარი ჟესტის გამო მოთამაშეს პირველად არ სჯიან. 2019 წელს, „იუვენტუსთან” შეხვედრის დროს ასეთივე ქცევის გამო მადრიდის „ატლეტიკოს” მწვრთნელი დიეგო სიმეონე 20 000 ევროთი დასაჯეს. იმავე თანხის გადახდა მოუწია რამდენიმე წლის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუსაც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
