ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის სტუმრებმა 3:2 მოიგეს. მადრიდელთა სამი გოლიდან ორიში მონაწილეობა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, 20 წლის ინგლისელმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო. მან ვინისიუსს საგოლე პასი მიაწოდა, თავად კი დრიბლინგით გაიტანა გოლი, რომელმაც შედარებების მოყვარულთ დიეგო მარადონას 1986 წლის შედევრი მოაგონა.
„ასეთი შედარება გადაჭარბებულია, — თქვა ნახევარმცველმა, — რაც მე დოკუმენტურ ფილმებსა და YouTube-ში მინახავს, მარადონას ოსტატობა ჩემსას მეტად თუ ნაკლებას აღემატებოდა. ერთადერთი იმას ვცდილობ, რომ ჯუდის გზით ვიარო”.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბელინგემზე თქვა: „ყველაზე გასაოცარია, რომ ის მხოლოდ 20 წლის არის, ხასიათი კი ისეთი აქვს, რომ 30 წლისა გეგონება. ჯუდი ყოველთვის მობილიზებულია და იცის რა გააკეთოს. მას აქვს ოსტატობა და ძალ-ღონე. რასაკვირველია, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ფეხბურთელის ასეთი თამაში ყველასთვის გასაკვირია”.
ნეაპოლში გამარჯვების შემდეგ თავად ბელინგემმა ბრაზილიელი თანაგუნდელისთვის, ვინისიუსისთვის არ დაიშურა კომპლიმენტები: „ჩემთვის ის შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მათ შორის, ვის მხარდამხარაც მითამაშია, ვინისიუსი უნიჭიერესთაგანია”.
და ბოლოს: „საკუთარი თავისა მწამს, მაგრამ ესპანური კარიერის დასაწყისი ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა, რას წარმოვიდგენდი. ხელმძღვანელობისა და თანაგუნდელების წინაშე ვალში ვარ”, — თქვა „დორტმუნდის” ყოფილმა ფეხბურთელმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
