ბრიუგეში, ევროლიგის შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედს” თამაშის გადარჩენა მოუხდა — მე-15 წუთზე ჩამორჩა, 36-ზე კი გაქვითა. სტუმრების კარში გოლი 32 წლის არგენტინელი მეკარის სერხიო რომეროს შეცდომის გამო გავიდა (იხ. ვიდეო), მაგრამ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ყველაფერი ბურთს გადააბრალა.
„იუნაიტედის” გოლკიპერი საჯარიმოდან წინ გამოვიდა, ამ დროს „ბრიუგეს” მეკარემ სიმონ მინოლემ ბურთი თავისი საჯარომოდან მეტოქის ნახევარზე ჩააგდო, სადაც ემანუელ დენისმა მას ფეხი ამოჰკრა, რომეროს თავზე გადაუგდო და ბადეში შეაგდო. სავარაუდოდ, რომეროს კოლეგის მიერ გადაღმა საჯარიმოდან დარტყმული ბურთის პირდაპირ მიღება უნდოდა.
ოლე გუნარ სულშერი: „თანამედროვე ბურთით თამაში ძნელია. აიღეთ ერთი ცალი და სცადეთ. ძალიან მსუბუქია. რასაკვირველია, ის ორივე გუნდისთვის ერთი წონისაა, მაგრამ საშინელი ამინდი იყო. წვიმდა და ქარი უბერავდა. გრუნტიც დამძიმდა. თუ მიაქციეთ ყურადღება, ორივე გუნდმა უცნაური გოლი გაიტანა. ჩვენ მათი ჩაწოდებული აუტით ვისარგებლეთ და ისე შევაგდეთ. ეტყობა, ასეთ კლიმატურ პირობებში ორივეს კონცენტრაცია გვაკლდა. მოკლედ, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო”.
„ლივერპულის” ყოფილი მეკარე სიმონ მინოლე: „ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ევროლიგაში მეკარემ საგოლე პასი ბოლოს ხუთი წლის წინ ჩააწოდა. სახალისოა, შემდეგი მე რომ გავხდი”.
და კიდევ ერთხელ რომეროს შესახებ. ჯერ კიდევ 0:0-ზე ის საჯარიმოში გვერდიდან შესულ ბრენდონ მეხელეს ორი ფეხით ჩაუვარდა, ოღონდ შესაძლო პენალტს და წითელს გადაურჩა, რამაც „ბრიუგეს” მწვრთნელი ფილიპ კლემენტი აღაშფოთა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
