საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ შესარჩევ მატჩში შვეიცარია მიიღო და დიდი გაჭირვებით, დამატებით დროში 96:88 დაამარცხა. ძირითადი დრო 79:79 დამთავრდა. სტუმრებმა სულ ბოლო წამზე გაათანაბრეს ანგარიში, არადა, მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველო 21 ქულითაც იგებდა.
დიდი სხვაობით დაწინაურებამ ქართველებზეც იმოქმედა და ჩვენმა მეტოქემ ანგარიშის შემცირება ნელ-ნელა იწყო. სტუმრებმა მესამე და მეოთხე პერიოდებში პერიმეტრიდან სამიზნეც გაისწორეს და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრეს – 70:70.
ბოლო პერიოდში გიორგი შერმადინმა დიდი სარგებელი მოუტანა გუნდს. მაკფადენმა რამდენიმე რთული სამქულიანი ჩააგდო და ბურთსაც მშვენივრად ათამაშებდა. მნიშვნელოვანი იყო ბექა ბურჯანაძის სამქულიანი საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე, თუმცა შვეიცარიელებმა სამიანითვე უპასუხეს…
დამატებითი დრო შვეიცარიელებმა კარგად დაიწყეს, წინაც გავიდნენ, თუმცა ბოლო ორ წუთში ჯერ შერმადინმა ჩააგდო ორი საჯარიმო, შემდეგ ბურჯანაძემ და ბერიშვილმა მიაყოლეს სამქულიანები და სირენამდე 50 წამით ადრე საქართველო 94:88 დაწინაურდა. ეს უკვე მოგება იყო.
21 ქულით მატჩის ბომბარდირი და გმირი ბექა ბურჯანაძე გახდა, 18 ქულა ჰქონდა თად მაკფადენს, 16 ქულა, 13 მოხსნა, სანაძეს – 14 ქულა, ბერიშვილს – 11.
მომდევნო შეხვედრას საქართველო ბელგრადში, სერბეთთან გამართავს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
