საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ფარგლებში მეხუთე მატჩი გამართა და მეხუთე წააგო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი ამჯერად ჩეხეთთან დახურულ მატჩში დამარცხდა – 83:103. თორნიკე შენგელია გუნდს პირდაპირ კვიპროსზე შეუერთდება და ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მის გარდა მწვრთნელს მოედანზე არ გაუყვანია სანდრო მამუკელაშვილი, სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე და გიორგი სულაბერიძე. მატჩის შესახებ ვერაფერს...
ჭდე: ევრობასკეტი
საქართველოს ნაკრების +3
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი FIBA-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. აქამდე ჩვენი ნაკრები 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის შემდეგ, განახლებულ რეიტინგში, 337.4 ქულით 32-ე პოზიციაზეა, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია. ცვლილებებია საუკეთესო ათეულშიც – სლოვენიის ნაკრებმა 2 პოზიციით უკან დაიწია, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული...
ევრობასკეტი, სარბიელი, რიყე…
ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად 1 სექტემბერს თბილისში სტარტს აიღებს ევრობასკეტ 2022. ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო. ჩვენები, ცხადია, თბილისში ითამაშებენ და A ჯგუფში ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის და მონტენეგროს გაარკვევენ ურთიერთობას. თქმა რად უნდა, ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უდიდესი საკალათბურთო მოვლენა, მსოფლიოს მასშტაბით არის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში...
კარგი, ცუდი…
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო და ჩვენებმა – 77:66 იმარჯვეს. საქართველომ კალათბურთი სულ ოთხი წუთი ითამაშა – მესამე მეოთხედის დასაწყისში, როდესაც 16:0 „გაქცევა“ მოაწყო. სხვა მომენტებში თამაში არ მიგვდიოდა: ცუდი შეტევა, ბევრი შეცდომა, უზუსტო სროლები. არ ჩანდა კომბინაციური თამაში. ბედად, ვერც...
ყველაფერი უკუღმა!
ყველაფერი ზეიმით დაიწყო. მერე დაფიქრდნენ, რისი გაკეთება სჭირდებოდათ ზეიმისთვის. მერე ზეიმისთვის საჭირო საქმის გასაკეთებელი დრო ამოიწურა. უკვე აღარავის ეზეიმება. მაგრამ უზეიმობა სირცხვილია და ზეიმი მაინც რომ შედგეს, ფიქრობენ, რომ ამას კიდევ 20 მილიონი სჭირდება – ის 20 მილიონი, რომელზეც აქამდე არ უფიქრიათ. აბსურდი, რომელიც პირველ აბზაცში წაიკითხეთ, ასეთად სულაც არ მოგეჩვენებათ, თუ გაიხსენებთ, რომ საქართველოში...
ბაზარევიჩისთვის საქართველომ ყველაფერი თქვა
საქართველო 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს და თბილისს ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ესტუმრებიან. წილისწყრა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩმა შეაფასა და ჯგუფში ესპანეთი, საქართველო და თურქეთი გამოყო. „ტურნირის დაწყებამდე დიდი დროა, ამიტომ კონკრეტული საუბარი ნაადრევია. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი ნაკრებები აღარ არსებობენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული,...
საქართველომ ფინეთში მოიგო
მოვიგეთ… ამ თვეში გუნდურად არ გვიმარჯვია და იმ ცუდად გასასხენებელი მატჩების ფონზე საკალათბურთო ნაკრებმა გაგვახარა. არადა, არ ჭირდებოდათ, მაგრამ გავიდნენ მოედანზე და მოიგეს… ესპოოში ფინეთს 91:85 აჯობეს… საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მონაწილეობა დაბევებული აქვს – თანამასპინძელია, მაგრამ ილიას ზუროსი ახალ გუნდს აშენებს. აკი თქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, პიკში 2022 წელს ვიქნებითო. ზუროსი გეგმას მიყვება. ჯგუფში „პირტიტველა“...
სპირიტული სპორტი
გვიან რომ სჯობს, ვიდრე არასდროს, ეგრეა ჩვენი საქმე. ახალ საკალათბურთო კომპლექსზე უნდა მოგახსენოთ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ რომ შენდება. უფრო სწორად, ორი დარბაზი (3-ათას და 300 მაყურებელზე გათვლილი) უკვე მზად არის, 10,5-ათასიანმა არენამ კი კომპლექსს დასრულებული სახე უნდა მისცეს. ამ უკანასკნელის მშენებლობის იდეა მთლიანად ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატს უკავშირდება… მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი არის იმ...
კოკოშკოვი თურქულ გრანდში
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ევროპული კალათბურთის ერთერთ გრანდს, თურქულ „ფენერბახჩეს“ გაწვრთნის. ამ ეტაპზე კლუბსა და სერბ სპეციალისტ შორის თანამშრომლობის შეთანხმება მიღწეულია. მხოლოდ სამწლიანი კონტრაქტის დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. კოკოშკოვი ახლა სერბეთის ნაკრების მწვრთნელია და ჯერჯერობით, უცნობია, შეითავსებს თუ არა ორივე სამსახურს. კოკოშკოვი სახელგანთქმულ ჟელკო ობრადოვიჩს შეცვლის, რომელმაც თურქულ გუნდში 7 წელიწადი იმუშავა და ერთწლიანი...
დამატებით შვეიცარია…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ შესარჩევ მატჩში შვეიცარია მიიღო და დიდი გაჭირვებით, დამატებით დროში 96:88 დაამარცხა. ძირითადი დრო 79:79 დამთავრდა. სტუმრებმა სულ ბოლო წამზე გაათანაბრეს ანგარიში, არადა, მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველო 21 ქულითაც იგებდა. დიდი სხვაობით დაწინაურებამ ქართველებზეც იმოქმედა და ჩვენმა მეტოქემ ანგარიშის შემცირება ნელ-ნელა იწყო. სტუმრებმა მესამე და მეოთხე პერიოდებში პერიმეტრიდან სამიზნეც გაისწორეს და საფინალო...









