კარგი ამბავი მიუნხენიდან: თბილისი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთერთ ჯგუფს უმასპინძლებს. ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა კონვერტიდან სათითაოდ ამოიღო იმ 4 ქვეყნის სახელწოდება, რომლებსაც ეს პატივი ხვდათ წილად. პრეტენდენტი 7 ქვეყანა იყო – გერმანია, იტალია, ჩეხეთი, საქართველო, სლოვენია, უნგრეთი და ესტონეთი. გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ კი ევროპული კალათბურთის თურქმა ჩინოვნიკმა კონვერტი გახსნა და მიუნხენში მყოფ საქართველოს...
