საქართველოს ნაკრებმა ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თბილისური შეკრება დაასრულა. 1-8 ივნისს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიაში ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობდა მწვრთნელთა შტაბს ის შემადგენლობა რომ შეერჩია, რომლითაც საქართველოს ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მორიგ ეტაპს გაივლის. იტალიაში კი, 11-20 ივნისს ივარჯიშებს, რის შემდეგ ტრევიზოდან ტრენტოში გადაინაცვლებს, სადაც 23 ივნისს იტალიის ეროვნულ გუნდთან სპარინგ-მატჩს გამართავს. ჯიკიჩის გამოძახებული...
ჭდე: ბექა ბურჯანაძე
ნაკრებს კაპიტანი და ამერიკელი შეუერთდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ჯერ კიდევ თბილისში აგრძელებს. შეგახსენებთ, ახალი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 23 თებერვალს დანიაში გამართავს, თუმც გუნდი ჯერ კიდევ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ნაკრებს ესპანეთიდან პირდაპირ დანიაში შეუერთდებიან გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, ხოლო საფრანგეთიდან მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი. უკვე ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ კაპიტანი თორნიკე...
ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის...
მიდი, მოვდივართ !!!
1 სექტემბერს თბილისში ევრობასკეტი იხსნება. საქართველოს ნაკრების გარდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თავს ესპანეთის, თურქეთის, ჩერნოგორიის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები მოიყრიან. ეს არის ზედიზედ მეხუთე ევროპირველობა, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ითამაშებს. პირველად ევრობასკეტზე 2011 წელს მოხვდით. პირველი ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დავძლიეთ, მაგრამ მეორე ეტაპზე ყველა მატჩი წავაგეთ და ტურნირს დავემშვიდობეთ. 2013 წელს ჩენი გუნდი ევრობასკეტის...
აინარს – უკადრებელის მკადრები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასთან 66:79 წააგო. წაგება ერთია და, მატჩის შემდეგ უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა უკადრებელიც იკადრა – აინარს ბაგაცკისმა მეტად უხამსი ჟესტით ჩვენების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. უფრო კონკრეტულად რა მოხდა, ამას ჩვენი ნაკრების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გავიგებთ. მატჩი კი საქართველომ წააგო… წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა....
საქართველომ მსოფლიო მოგებით გახსნა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 88:83 დაამარცხა უკრაინა და მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 15-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 17-ჯერ შეიცვალა ლიდერი. პირველ მეოთხედში საქართველოს თად მაკფადენმა ულიდერა. მან 15 ქულა შესძინა გუნდს და ჩვენებს 28:24 მოაგებინა. უკრაინა რომ არაფრით ჩამოგვჩებოდა, ბლიზნიუკისა და პეტროვის დამსახურებაა. მეტიც, მათი კარგი თამაშით უკრაინა 43:36 დაწინაურდა....
ზუროსი ბიჭებს ფინეთში დახვდება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ნოემბერში ორი თამაში აქვს გასამართი. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენები 28-ში ფინეთს და 30-ში შვეიცარიას ეთამაშებიან. ორივე მატჩი ფინეთში შედგება. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში გამოძახებული 13 კალათბურთელი ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის...
დამატებით შვეიცარია…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ შესარჩევ მატჩში შვეიცარია მიიღო და დიდი გაჭირვებით, დამატებით დროში 96:88 დაამარცხა. ძირითადი დრო 79:79 დამთავრდა. სტუმრებმა სულ ბოლო წამზე გაათანაბრეს ანგარიში, არადა, მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველო 21 ქულითაც იგებდა. დიდი სხვაობით დაწინაურებამ ქართველებზეც იმოქმედა და ჩვენმა მეტოქემ ანგარიშის შემცირება ნელ-ნელა იწყო. სტუმრებმა მესამე და მეოთხე პერიოდებში პერიმეტრიდან სამიზნეც გაისწორეს და საფინალო...
შერმადინი დაფრინავს
გიორგი შერმადინი გულშემატკივრის გაოცებას აგრძელებს. ქართველი ცენტრი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. 30 წლის კალათბურთელმა თავი ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში გამოიჩინა. „გრან კანარიას“ წინააღმდეგ მატჩში „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა ყველაზე მეტი – 32 ქულა ჩააგდო, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 100:79 მოგებულ მატჩში შერმადინი MVP გახდა. მის გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა...
ქართველები სამხრეთში
საქართველოს ნაკრების შემტევი ბექა ბურჯანაძე ნელ-ნელა უმატებს და ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. 25 წლის ქართველს, ვინც „გრან კანარიაში“ პირველ სეზონს ატარებს, ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში შედეგიანი მატჩი გამოუვიდა. „გრან კანარია“ სტუმრად „ბილბაოს“ 97:90 მოუგო, გამარჯვებაში დიდი წვლილი კი სწორედ ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა. ბურჯანაძემ 17 ქულა აიღო და ამ მხრივ შეხვედრაში მხოლოდ 2 კალათბურთელს ჩამორჩა....

![[Downloader.la]-6596883e98da9 ნაკრებს კაპიტანი და ამერიკელი შეუერთდა](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2024/02/Downloader.la-6596883e98da9.jpg)







