ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა

Home კატეგორიის გარეშე ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა
ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე  34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის არენაზე ყოველდღიურად ავარჯიშებდნენ. შეკრებაზე არ იყვნენ თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ეს ოთხეული ნაკრებს ტრევიზოში 21 ივლისს შეუერთდება.

18-კაციან შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა მოხვდა, რამდენიმემაც მწვრთნელების დიდი მოწონება დაიმსახურა და ისინი ეროვნულ ნაკრებს მომავალში გამოადგებიან. სამწუხაროდ, ოჯახური მიზეზების გამო შეკრებას ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა.

17 და 18 ივლისს ეროვნული ნაკრების წევრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 20 ივლისს იტალიაში გაემგზავრებიან. შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 18 კალათბურთელით გაემგზავრება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

No description available.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...